საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შემოსული კორესპონდენციის კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებში განაწილების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2013
მიღების თარიღი მარტი 13, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია") ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ”ლ”) ქვეპუნქტის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”მ” ქვეპუნქტისა და 2013 წლის 25 თებერვლის კომისიის № 125/22 გადაწყეტილების საფუძველზე, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:
ა) შპს ”რეი ლაითის” 2013 წლის 12 მარტის №6/1287-13 წერილზე, კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში წარმოდგენილი ინფორმაციის შეტანის მიზნით;
ბ) შპს ”ამპლიტუდას” 2013 წლის 12 მარტის №6/1292-13 წერილზე, კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში წარმოდგენილი ინფორმაციის შეტანის მიზნით;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს 2013 წლის 12 მარტის №3/17-13 წერილზე;
დ) შპს ”სუპერ ტვ”-ის 2013 წლის 12 მარტის №7/112-13 წერილზე;
ე) შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” 2013 წლის 12 მარტის №6/1293-13 წერილზე.
2. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:
ა) შპს ”მაგთიკომის” 2013 წლის 12 მარტის №12/22-13 წერილი.
3. კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:
ა) საგარეო საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 12 მარტის №3/16-13 წერილზე.
4. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:
ა) NILTEX HODING LIMITED-ის 2013 წლის 12 მარტის №6/1278-13 წერილზე, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტთან ერთობლივად;
ბ) შპს ”მაგთიკომის” 2013 წლის 12 მარტის №6/1294-13 წერილზე.
5. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:
ა) ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის” 2013 წლის 12 მარტის № 6/1288-13 წერილი;
ბ) სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2013 წლის 12 მარტის №6/1296-13 წერილი;
გ) შპს ”ავეტის” 2013 წლის 12 მარტის №6/1297-13 წერილი;
დ) ი/მ მარლენ გრიგალაშვილის 2013 წლის 12 მარტის №6/1289-13 წერილი.
6. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:
ა)შპს ”სკაინეტის” 2013 წლის 12 მარტის №6/1282-13 წერილი.
7. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:
ა) შპს ”ზანეტის” 2013 წლის 12 მარტის №6/1299-13 წერილი;
ბ) შპს ”ავეტის” 2013 წლის 12 მარტის №6/1298-13 წერილი;
გ) ი/მ მარლენ გრიგალაშვილის 2013 წლის 12 მარტის №6/1291-13 წერილი;
დ) შპს ”გეოფლაის” 2013 წლის 12 მარტის №6/1279-13 წერილი;
ე) შპს ”ენერგიას” 2013 წლის 12 მარტის №6/1280-13 წერილი;
ვ) VOXBONE-ის 2013 წლის 12 მარტის №6/1281-13 წერილი;
ზ) შპს ”გლობალ მედია ჯგუფის” 2013 წლის 12 მარტის №6/1283-13 წერილი;
თ) შპს ”სტაილ ტვ”-ის 2013 წლის 12 მარტის №6/1284-13 წერილი;
ი) შპს ტელეკომპანია ”ბორჯომის” 2013 წლის 12 მარტის №6/1285-13 წერილი;
კ) შპს ”დიდგორი-2”-ის 2013 წლის 12 მარტის №6/1286-13 წერილი;
ლ) ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2013 წლის 12 მარტის №6/1290-13 წერილი.
8. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:
ა) შპს ”მაგთიკომის” 2013 წლის 12 მარტის №6/1295-13 წერილი.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
|
კომისიის წევრი |
კარლო კვიტაიშვილი |
|
|
კომისიის წევრი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
