წვდომის მენიუ

სსიპ ”საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 164 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 25, 2013

მიღების თარიღი მარტი 15, 2013

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ  სსიპ  ”საქართველოს  კულტურული  მემკვიდრეობის  დაცვის  ეროვნულმა  სააგენტომ”  (შექმნილი, ” სსიპ საქართველოს  კულტურული  მემკვიდრეობის  დაცვის  ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 ნოემბრის №533 ბრძანებულების თანახმად.)  კომისიას მიმართა განცხადებით №12/09/169, 05.03.2013  (კომისიაში რეგისტრაციის № 7/105-13, 07.03.13),    IBIS-L    ტიპის   ინტერფერომეტრული     რადარის   ფუნქციონირებისთვის,  17.1გჰც ÷ 17.3გჰც   დიაპაზონის  ფარგლებში სიხშირული ზოლის მინიჭების მოთხოვნით.

     კომისია აღნიშნავს, რომ  სსიპ  ”საქართველოს  კულტურული  მემკვიდრეობის  დაცვის  ეროვნულ  სააგენტოს” IBIS-L    ტიპის    ინტერფერომეტრული   რადარი    ესაჭიროება,  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბის №2443 განკარგულების თანახმად, ვარძიის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის მდგომარეობის ზუსტი დიაგნოსტირებისთვის და  სიხშირული ზოლი 17.1გჰც ÷ 17.3გჰც  დიაპაზონის ფარგლებში  გამოყენებული იქნება მხოლოდ   სსიპ ”საქართველოს  კულტურული  მემკვიდრეობის  დაცვის  ეროვნულ  სააგენტოს”  მიერ  ზემოაღნიშნული რადარის ფუნქციონირებისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

        კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით  ანიჭებს    რადიოსიხშირეებს     დამხმარე     ტექნოლოგიური   დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.  

   ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

       კომისია  აღნიშნავს, რომ  სსიპ ”საქართველოს  კულტურული  მემკვიდრეობის  დაცვის  ეროვნულ  სააგენტოს ” წარმოდგენილი აქვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის (500 ლარის ოდენობით) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტისა და  “საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

 1. მიეცეს სსიპ ”საქართველოს  კულტურული  მემკვიდრეობის  დაცვის  ეროვნულ  სააგენტოს”  რადიოსიხშირული სპექტრით    სარგებლობის № F­­468  ნებართვა და მიენიჭოს  17.2გჰც ± 0.1გჰც სიხშირე ერთი წლის ვადით,   ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ ნაკრძალში IBIS-L  ტიპის    ინტერფერომეტრული რადარის ფუნქციონირებისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.  სსიპ ”საქართველოს  კულტურული  მემკვიდრეობის  დაცვის  ეროვნულ  სააგენტოს” მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3. აღირიცხოს სსიპ ”საქართველოს  კულტურული  მემკვიდრეობის  დაცვის  ეროვნულ  სააგენტოსთვის” ნებართვით მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

4. დაევალოს სსიპ  ”საქართველოს  კულტურული  მემკვიდრეობის  დაცვის  ეროვნულ  სააგენტოს” გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სსიპ ”საქართველოს  კულტურული  მემკვიდრეობის  დაცვის  ეროვნულ  სააგენტოსთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6)  ერთი თვის ვადაში;   

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ ”საქართველოს  კულტურული  მემკვიდრეობის  დაცვის  ეროვნულ  სააგენტოსთვის”  ჩაბარებისთანავე.

        კომისიის    წევრი                                                                                                            კ.კვიტაიშვილი

        კომისიის    წევრი                                                                                                             ა.სიხარულიძე

        კომისიის    წევრი                                                                                                             ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები