კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 04, 2013
მიღების თარიღი მარტი 15, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) განცხადებით მიმართა სს „სილქნეტმა” (№7/79-13, 21/02/13) და წარმოადგინა სს ”გაერთიანებულ ტელეკომთან” 2013 წლის 19 თებერვალს გაფორმებული დამატებითი შეთანხმება №10-285/1, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე 2010 წლის 9 მარტის №10-285 ხელშეკრულებაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილების მე–14 პუნქტის შესაბამისად, სს ”სილქნეტი” განისაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის დროებით მფლობელად, 3 (სამი) წლის ვადით, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 827,955 მჰც - 831,645 მჰც და 872,955 მჰც - 876,645 მჰც სიხშირული დიაპაზონი მობილური და ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2013 წლის 23 ივლისამდე;
გ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებების IIF პორტებით და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა;
სს ”სილქნეტის” მიერ კომისიაში 2013 წლის 21 თებერვალს წარმოდგენილი დამატებითი შეთანხმების თანახმად მოქმედების ვადა გაუგრძელდა სს ”გაერთიანებულ ტელეკომსა” და სს ”სილქნეტს” შორის 2010 წლის 9 მარტს გაფორმებულ, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ №10-285 ხელშეკრულებას - 2013 წლის 23 ივლისამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადაპირებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. გამომდინარე იქიდან, რომ სს ”სილქნეტი” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11ლიცენზიას ფლობს სს ”გაერთიანებულ ტელეკომთან” 2010 წლის 9 მარტს გაფორმებული გადაპირების ხელშეკრულების და კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილების საფუძველზე და სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” და სს ”სილქნეტს” შორის 2013 წლის 19 თებერვალს გაფორმებული დამატებითი შეთანხმება №10-285/1 ითვალისწინებს მხარეებს შორის 2010 წლის 9 მარტს გაფორმებულ გადაპირების ხელშეკრულებაში ცვლილებას, მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან დაკავშირებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ცვლილების შეტანა კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილებაში და ამ მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2013 წლის 15 აპრილს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”სილქნეტისთვის” და სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
