წვდომის მენიუ

შპს „სტერეო +“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №235/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 186 / 2

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 11, 2013

მიღების თარიღი მარტი 25, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა  შპს „სტერეო+“-მა (№7/38-13, 31/01/13) და მოითხოვა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F13 ლიცენზიის მოდიფიცირება იმგვარად, რომ რადიოსიხშირული დიაპაზონის გამოყენების დანიშნულებად განისაზღვროს - ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობა, ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სტერეო+” კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №235/1 გადაწყვეტილების შესაბამისად ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 71.0. მჰც ±3 მჰც სიხშირული ზოლი მოძრავი  ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით  მომსახურებისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა:  2016 წლის 2 ივნისამდე;

გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

დ) ა) ქვეპუნქტში აღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  53–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 1 თებერვლის №112/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სტერეო +“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №235/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2013 წლის 25 მარტის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№10/208-13, 20.03.13), რომლის შესაბამისადაც შესაძლებელია შპს „სტერეო +“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის მოდიფიცირება იმგვარად, რომ რადიოსიხშირული დიაპაზონის გამოყენების დანიშნულებად განისაზღვროს - ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობა, ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.

                საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2013 წლის 25 მარტს 16:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს ”სტერეო+”-ს დირექტორი დავით ზილფიმიანი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისია ითვალისწინებს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათს (№10/208-13, 20.03.13), ასევე მიუთითებს კომისიის მიერ ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ” 2013 წლის 14 მარტის №5 დადგენილებაზე, რომლის შესაბამისადაც განხორციელდა დამატებები აღნიშნულ გეგმაში და 68.0-74.8 მჰც სიხშირული დიაპაზონის გამოყენების ველში დაემატა ”წერტილი-მრავალწერტილი (68.0-74.8 მჰც)” და მიაჩნია რომ შესაძლებელია განხორციელდეს  შპს „სტერეო +“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის მოდიფიცირება იმგვარად, რომ ლიცენზიით განსაზღვრული რესურსით სარგებლობის დანიშნულებად განისაზღვროს - ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობა, ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.

                კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ გამოვლენილა შპს „სტერეო +“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები, შესაბამისად კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზევე მიიღოს გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №235/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და მე-IX თავის შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, კომისიამ, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს „სტერეო +“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №235/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 71.0 მჰც ± 3მჰც, დანიშნულება - ავტორიზაციით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო საქმიანობა;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

დ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტერეო +“-სთვის გაგზავნის უზრუნველყოფა  (ნ. ჯავახიძე);

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის წევრი                                                                                                კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები