წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შემოსული კორესპონდენციის კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებში განაწილების თაობაზე

ნომერი: 191 / 22

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2013

მიღების თარიღი მარტი 27, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია") ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ”ლ”) ქვეპუნქტის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”მ” ქვეპუნქტისა და 2013 წლის 25 თებერვლის კომისიის № 125/22 გადაწყეტილების საფუძველზე, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების  უზრუნველყოფა  შემდეგ კორესპონდენციაზე:

ა) შპს ”ჯეოლაინის”2013 წლის 26 მარტის №7/135-13 წერილზე.

2. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:

ა) შპს ”ჯეოლაინის”2013 წლის 26 მარტის №6/1683-13 წერილი;

ბ) ქ. ახალქალაქის ტელეკომპანია ”ევრიკა” ა.ტ.ვ-12-ის 2013 წლის 26 მარტის №7/134-13 წერილი.

3. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:

ა)  ავსტრიის მაუწყებლობისა და ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს 2013 წლის 26 მარტის №8/76-13 წერილი;

4. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:

ა) RED-M Wireless Limited-ის 2013 წლის  26 მარტის №8/74-13 წერილზე, კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან ერთობლივად.

5.  კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:

ა) შპს ”სუპერ ტვ”-ის 2013 წლის 26 მარტის №6/1678-13 წერილზე.

6. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:

ა) ირანის ისლამური რესპუბლიკის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამინისტროს 2013 წლის 26 მარტის №8/75-13 წერილი.

7. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:

 ა) შპს ”ფრინეტის” 2013 წლის 26 მარტის №6/1679-13 წერილი;

ბ) შპს ”მეტაკომის” 2013 წლის 26 მარტის №6/1684-13 წერილი;

გ) შპს ”ჯენეტის” 2013 წლის 26 მარტის №6/1685-13 წერილი.

8. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:

ა) შპს ”მობიტელის” 2013 წლის 26 მარტის №6/1682-13 წერილი;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2013 წლის 26 მარტის №3/21-13 წერილი.

9. დაკმაყოფილდეს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2013 წლის 26 მარტის №10/226-13 მოხსენებითი ბარათი და  ICTA-ს 2013 წლის 07 მარტის №8/49-13 წერილი და  აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროს 2013  წლის 19 მარტის №8/65-13 წერილი მოიხსნას კონტროლიდან. 

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა). 

კომისიის წევრი

კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები