წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შემოსული კორესპონდენციის კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებში განაწილების თაობაზე

ნომერი: 192 / 22

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 04, 2013

მიღების თარიღი მარტი 28, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია") ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ”ლ”) ქვეპუნქტის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”მ” ქვეპუნქტისა და 2013 წლის 25 თებერვლის კომისიის № 125/22 გადაწყეტილების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, ორი ხმა ერთის წინააღმდეგ (კომისიის წევრმა, აკაკი სიხარულიძემ მხარი არ დაუჭირა გადაწყვეტილების მე-3 პუნქტს)

გადაწყვიტა:

1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს დაევალოს  ადმინისტრაციული წარმოების  უზრუნველყოფა  შემდეგ კორესპონდენციაზე:

ა) შპს “კავკასუს ონლაინის” 2013 წლის 27 მარტის №6/1694-13 წერილზე, კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში წარმოდგენილი ინფორმაციის შეტანის მიზნით;

ბ) სს ”სილქნეტის” 2013 წლის 27 მარტის №7/140-13 წერილზე, კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში წარმოდგენილი ინფორმაციის შეტანის მიზნით.

2. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:

ა) შპს ”სერვისლაინის” 2013 წლის 27 მარტის №12/30-13 წერილი.

ბ) შპს ”სისტემ ნეტის” 2013 წლის 27 მარტის №6/1692-13 წერილი.

3. კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დაევალოს საქართველოს უზენაეს სასამართლოში  თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის №3ბ/103-13  განჩინების გასაჩივრება (კომისიაში რეგისტრაციის  №5/18-13, 2013 წლის 27 მარტი).

4. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს დაევალოს  ადმინისტრაციული წარმოების  უზრუნველყოფა  შემდეგ კორესპონდენციაზე:

ა) შპს ტელეკომპანია ”I სტერეოს” 2013 წლის 28 მარტის №6/1695-13 წერილზე;

ბ) შპს ”მეცხრე არხის ” 2013 წლის 28 მარტის №6/1700-13 წერილზე.

5.  კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:

ა) უცხოური საწარმოს ფილიალი” სამხრეთ კავკასიის მილსადენი კომპანია ლიმიტედ საქართველოს” 2013 წლის 27 მარტის №7/136-13 წერილზე;

ბ) შპს ”ესპერანსის” 2013 წლის 27 მარტის №7/137-13 წერილზე;

გ) შპს ”გამას” 2013 წლის 27 მარტის №7/138-13 წერილზე;

დ) შპს ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” 2013 წლის 27 მარტის №7/139-13 წერილზე;

ე) შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა-ტვ”-ის 2013 წლის 27 მარტის №6/1690-13 წერილზე.

6. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:

ა) საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 2013 წლის 28 მარტის №1/04-13 წერილზე.

7. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:

 ა) შპს ”სერვისლაინის” 2013 წლის 27 მარტის №6/1687-13 წერილი;

ბ) შპს სამაუწყებლო კომპანია ”მეცხრე ტალღის” 2013 წლის 27 მარტის №6/1688-13 წერილი;

გ) შპს ”ფოთი ტვ”-ის 2013 წლის 27 მარტის №6/1689-13 წერილი.

8. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:

ა) შპს ”ჯეონეთის” 2013 წლის 27 მარტის №6/1691-13 წერილზე.

9. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:

ა) შპს ”ივერია ქსელის” 2013 წლის 27 მარტის №6/1686-13 წერილი;

ბ) შპს ”მაგთიკომის” 2013 წლის 27 მარტის №6/1693-13 წერილი.

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა). 

კომისიის წევრი

კარლო კვიტაიშვილი

                         კომისიის წევრი

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები