წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №51 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 193 / 17

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2013

მიღების თარიღი მარტი 29, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2013 წლის 28 მარტის №51 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2013 წლის 28 მარტის №51 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

ბ) შპს ”ჯეოლაინისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარის სპეციალისტი);

2. კომისიის 2013 წლის 28 მარტის №51 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა). 

კომისიის წევრი

 

კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

 

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

 

სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

 

ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები