საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შემოსული კორესპონდენციის კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებში განაწილების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 04, 2013
მიღების თარიღი მარტი 29, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია") ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ”ლ”) ქვეპუნქტის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”მ” ქვეპუნქტისა და 2013 წლის 25 თებერვლის კომისიის № 125/22 გადაწყეტილების საფუძველზე, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:
ა) შპს ”გუდვილკომის” 2013 წლის 28 მარტის №6/1696-13 წერილზე.
ბ) ააიპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის 2013 წლის 29 მარტის №6/1705-13 წერილზე, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით.
2. კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:
ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 29 მარტის №3/23-13 წერილზე;
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2013 წლის №3/24-13 წერილზე.
3. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:
ა) შპს ”სტერეო+”-ის 2013 წლის 28 მარტის №6/1698-13 წერილზე, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტთან ერთობლივად.
4. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:
ა) შპს ტელე-რადიო კომპანია ”მწვანე ტალღის” 2013 წლის 29 მარტის №6/1703-13 წერილი.
5. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:
ა) საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს 2013 წლის 28 მარტის №6/1697-13 წერილზე, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით.
6. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:
ა) შპს ”ომეგა მ.ბ.რ.”-ის 2013 წლის 28 მარტის №7/141-13 წერილზე.
7. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2013 წლის 28 მარტის №3/22-13 წერილზე;
ბ) ააიპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის 2013 წლის 29 მარტის №6/1704-13 წერილზე, კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან ერთობლივად, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით;
გ) კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2013 წლის 29 მარტის №10/238-13 მოხსენებით ბარათზე.
8. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:
ა) შპს ”მაიფონის” 2013 წლის 28 მარტის №6/1699-13 წერილი.
ბ) კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2013 წლის 29 მარტის №10/242-13 ანგარიში;
გ) კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2013 წლის 29 მარტის №10/241-13 ანგარიში;
დ) კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2013 წლის 29 მარტის №10/240-13 ანგარიში.
9. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:
ა) შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” 2013 წლის 28 მარტის №6/1702-13 წერილზე.
10. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:
ა) შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” 2013 წლის 28 მარტის №6/1701-13 წერილი.
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
|
კომისიის წევრი |
კარლო კვიტაიშვილი |
|
|
კომისიის წევრი |
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
|
კომისიის წევრი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
