წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №55 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 213 / 17

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 16, 2013

მიღების თარიღი აპრილი 02, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2013 წლის 02 აპრილის №55 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით (კომისიის წევრმა, სოფიო ბრიტანჩუკმა მხარი არ დაუჭირა გდაწყვეტილებას)

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2013 წლის 02 აპრილის №55 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს  2 (ორი) საკითხი:

ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტ ნინო ამირიძის პრემირების შესახებ (მომხს. ი. მოსეშვილი - კომისიის წევრი);

ბ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრემირების ფონდიდან სახსრების გამოყოფისა და კომისიის წევრებისა და კომისიის აპარატის დასაქმებულთა პრემირების შესახებ (მომხს. ი. მოსეშვილი - კომისიის წევრი);

2. კომისიის 2013 წლის 02 აპრილის №55 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის წევრი

 

კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

 

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

 

ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები