წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტ ნინო ამირიძის პრემირების შესახებ

ნომერი: 215 / 22

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 11, 2013

მიღების თარიღი აპრილი 02, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში ”კომისია”) აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტ ნინო ამირიძის პრემირების მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების ინიციატივით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2000 წლის 3 ივლისის №1/11 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ”შრომის ანაზღაურებისა და პრემირების ფონდების შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ” დებულების მე-7, მე-9 და მე-10 პუნქტების, 2005 წლის 5 აგვისტოს №563/22 გადაწყვეტილების  შესაბამისად,   კომისიამ ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტში დასაქმებულ ნინო ამირიძის  პრემირების მიზნით პრემირების ფონდიდან გამოყოფილ იქნას 6656 (ექვსიათას ექვსასორმოცდათექვსმეტი ლარი) ლარი საბიუჯეტო ანარიცხების ჩათვლით.

2. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული პრემიის კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტ ნინო ამირიძისათვის დადგენილი წესით ჩარიცხვა.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი  თვის ვადაში.

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის წევრი

კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

სოფიო  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები