წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №59 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 220 / 17

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 16, 2013

მიღების თარიღი აპრილი 05, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2013 წლის 05 აპრილის №59 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  კომისიის 2013 წლის 05 აპრილის №59 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა) შპს ”ჯეონეთისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარის სპეციალისტი);

ბ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროს სერგო შავგულიძის,  ამავე დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტ ნოდარ ასპანიძის და სპეციალისტ ზაზა გონჯილაშვილის ქ. ჟენევაში მივლინების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

გ) შპს ტელერადიოკომპანია ”ევრიკას” მაუწყებლობის №B17 და №B18 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარის სპეციალისტი);

2. კომისიის 2013 წლის 05 აპრილის №59 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის წევრი

 

კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

 

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

 

ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები