წვდომის მენიუ

სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიისთვის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 233 / 1

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 18, 2013

მიღების თარიღი აპრილი 05, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 1 მარტის №130/8 გადაწყვეტილების შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2012 წლის 25 იანვრის №57/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია”.

ამავე გადაწყვეტილებით, სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიას” „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 1,678.40 (ერთი ათას ექვსასსამოცდათვრამეტი და 40) ლარის 30%-ს - 503.52 (ხუთასსამი და 52) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 160.00 (ასსამოცი) ლარი ანუ 343.52 (სამასორმოცდასამი და 52) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში  2013 წლის 1 აპრილამდე გადახდის ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” მიერ 2013 წლის 29 მარტს კომისიაში წარმოდგენილ იქნა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 343.52 (სამასორმოცდასამი და 52)  ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/1722-13).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F92 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 14700 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” სტუდიიდან (მისამართი: ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზ. №32, სასტუმრო ”რუსთავის” შენობა) –  ქ. თბილისში შპს „ბლექ სი სატის” სადგურამდე  (მახათას მთა); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი; დანიშნულება: ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 5 აპრილამდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

გ.ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა;

გ.ბ) რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 1,174.88 (ერთი ათას ასსამოცდათოთხმეტი და 88) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში;

ა/ა  - N200122900;

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;

ბანკის კოდი -TRESGE22;

 საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300063402;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 1,174.88 (ერთი ათას ასსამოცდათოთხმეტი და 88) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

97.90 ლარი - 2013 წლის 5 მაისამდე;

97.90 ლარი - 2013 წლის 5 ივნისამდე;

97.90 ლარი - 2013 წლის 5 ივლისამდე;

97.90 ლარი - 2013 წლის 5 აგვისტომდე;

97.90 ლარი - 2013 წლის 5 სექტემბრამდე;

97.90 ლარი - 2013 წლის 5 ოქტომბრამდე;

97.90 ლარი - 2013 წლის 5 ნოემბრამდე;

97.90 ლარი - 2013 წლის 5 დეკემბრამდე;

97.90 ლარი - 2014 წლის 5 იანვრამდე;

97.90 ლარი - 2014 წლის 5 თებერვლამდე;

97.90 ლარი - 2014 წლის 5 მარტამდე;

97.98 ლარი - 2014 წლის 5 აპრილამდე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

დ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიისთვის” გაგზავნის უზრუნველყოფა (ნ. ჯავახიძე);

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიისთვის” ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველ პუნქტზე (გარდა ბ) ქვეპუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე), ხოლო კონტროლი მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე - კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა), გ) ქვეპუნქტებისა და მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის წევრი                                                                                                                ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                კ. კვიტაიშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები