წვდომის მენიუ

შპს ”სტარ გრუპის” კუთვნილი მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 25 ნოემბრის №746/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 235 / 2

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2013

მიღების თარიღი აპრილი 05, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2013 წლის 22 თებერვლის კომისიის №109/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”სტარ გრუპის” მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 25 ნოემბრის №746/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტარ გრუპი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიას კომისიის 2005 წლის 25 ნოემბრის №746/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;     

მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:

ა) გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;

ბ) ტექნიკური პარამეტრები:

ბ.ა.) ანტენის განთავსების ადგილი – თბილისის ანძა;

ბ.ბ.) ანტენის განთავსების გეოგრაფიული კოორდინატები - 44E47; 41N41;

ბ.გ) ანტენის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 100 მ;

ბ.დ.) FM რადიო-სიხშირე – 93.9 მგჰც;

ბ.ე.) გადამცემის სიმძლავრე – 1 კვტ;

ბ.ვ.) ანტენის გასხივების დიაგრამა – წრიული;

ბ.ზ.) სამაუწყებლო ზონის საშ.რად – 25 კმ;

კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის სახე - საეთერო რადიომაუწყებლობა  აღარ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისად, კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია ცვლილების განხორციელება მაუწყებლობის №B11 ლიცენზიით განსაზღვრულ სალიცენზიო პირობებში და ლიცენზიის სახის შესაბამისობაში მოყვანა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან. ამავე დროს შპს ”სტარ გრუპის” მაუწყებლობის №B11 ლიცენზიაში არ არის განსაზღვრული მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა, რისი განსაზღვრაც ასევე მიზანშეწონილია.

      საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2013 წლის 25 მარტს 16:00 საათზე. სხდომას არ ესწრებოდა შპს ”სტარ გრუპის” უფლებამოსილი წარმომადგენელი. ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობის დაზუსტების მიზნით მიზანშეწონილად მიიჩნია დაინტერესებული პირის (შპს ”სტარ გრუპი”) კომისიის სხდომაზე მოწვევა შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა   2013 წლის 5 აპრილი.

     კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 5 აპრილს გამართულ კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს ”სტარ გრუპის” დირექტორი გულნაზი კაპანაძე, რომელმაც სხდომაზე  დააზუსტა, რომ შპს ”სტარ გრუპის” მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში იქნება 12 საათი.

    ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა)  ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოდიფიცირდეს შპს ”სტარ გრუპის” მაუწყებლობის №B11 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2005 წლის 25 ნოემბრის №746/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”2. ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

     ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;

     გ) დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობა - 12 საათი;

 4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”სტარ გრუპისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

5.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”სტარ გრუპისთვის” აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის წევრი                                                                                                                ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები