წვდომის მენიუ

კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის გადაცემაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან თანხმობის მიღების თაობაზე შპს „ტელეკომპანია აისის“ განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე

ნომერი: 236 / 22

გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2013

მიღების თარიღი აპრილი 05, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2013 წლის 23 იანვარს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/471-13) მიმართა შპს „ტელეკომპანია აისმა“ (საიდენტიფიკაციო კოდი: N205188615) კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის შპს „ტელეიმედისთვის“ სარგებლობაში გადაცემის მიზნით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული იგეგმება შპს ”ტელეკომპანია აისის” და შპს ”ტელეიმედის” შერწყმა და შერწყმის შედეგად სამართალმემკვიდრედ შპს ”ტელეიმედის” განსაზღვრა. 2013 წლის 6 სექტემბერს კომისიაში ასევე შემოვიდა შპს ”ტელეიმედის” წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/689-13), რომლითაც კომპანია ადასტურებს შპს „ტელეიმედისა“ და შპს „ტელეკომპანია აისის“ შერწყმასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რის შედეგადაც შპს „ტელეკომპანია აისის“ სამართალმემკვიდრე ხდება შპს „ტელეიმედი“.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო შპს „ტელეკომპანია აისის“ კერძო მაუწყებლობის NB106 ლიცენზიის შპს „ტელეიმედისთვის“ გადაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას, 2013 წლის 15 თებერვალს, კომისიაში შემოვიდა შპს ”იბერია ტვ”-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/876-13), რომელშიც კომპანია აღნიშნავს, რომ შპს „იბერია ტვ“-ს, რომელიც წარმოადგენდა კერძო მაუწყებლობის №B106 (ყოფილი ლიცენზია №702) მფლობელს, 2004 წლის ბოლოს უკანონოდ ჩამოერთვა მაუწყებლობის NB106 ლიცენზია (ყოფილი ლიცენზია N702); შესაბამისად, შპს „იბერია ტვ“ კომისიისგან ითხოვდა კომისიის კომპეტენციის ფარგლებში საკითხის შესწავლას და ამავე დროს,  აღნიშნული ლიცენზიის რაიმე სახით გამოყენების აკრძალვას.

აღნიშნული წერილის გათვალისწინებით კომისიამ 2013 წლის 27 მარტს შპს ”იბერია ტვ”-ის გაუგზავნა წერილი (N01/604-13), რომლითაც აცნობა, რომ კომისიაში მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ტელეკომპანია აისის” მოთხოვნის საფუძველზე, ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობისს №B106 ლიცენზიის შპს ”ტელეიმედისთვის” გადაცემაზე კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით და სთხოვა, 2013 წლის 2 აპრილამდე კომისიაში წარმოედგინა აღნიშნულ გადაცემზე კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”იბერია ტვ”-ის მიერ 2013 წლის 2 აპრილს კომისიაში წარმოდგენილ იქნა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მთავარ პროკურატურაში, ყოფილი მაღალი და სხვა თანამდებობის პირების მიერ შპს „იბერია ტვ“-ს და შპს „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების თაობაზე საჩივრის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი  (კომისიაში რეგისტრაციის №6/1750-13), ხოლო 2013 წლის 5 აპრილს შპს ”იბერია ტვ”-მ კომისიაში წარმოადგინა ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 აპრილის განჩინება, შპს ”ტელეკომპანია აისის” საკუთრებაში არსებულ კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობის №B106 ლიცენზიაზე ყადაღის დადების თაობაზე (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/1825-13).

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2013 წლის 5 აპრილის სხდომაზე, სხდომას ესწრებოდა შპს „იბერია ტვ“-ს წარმომადგენელი დავით ასათიანი; კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულან შპს „ტელეკომპანია აისის“ და შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლები.

კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით. შესაბამისად, კომისია  სამაუწყებლო ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ამოწმებს ლიცენზიის მფლობელის განზრახვის შესაბამისობას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან, კერძოდ, სამაუწყებლო ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემის შემთხვევაში ხომ არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი და ამავე კანონის მე-60 მუხლი. 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია აისი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიას 2013 წლის 29 ივლისამდე, რომელიც ითვალისწინებს სპეციალიზებული (შემეცნებით მუსიკალურ-გასართობი) ტელემაუწყებლობას მე-2  სატელევიზიო არხზე 600 ვტ-მდე სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. თბილისში;

შპს ”ტელეკომპანია აისის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ კომპანიის დირექტორი არის საქართველოს მოქალაქე კობა კვანტალიანი (პირადი ნომერი: 01015005319), ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი შპს ”ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი” (საიდენტიფიკაციო კოდი: N204563123). კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კობა კვანტალიანი ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ: ადმინისტრაციულ ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს; პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს;  ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიული პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

შპს ”ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის” 100% წილის მფლობელი არის ინა გუდავაძე (რუსეთის ფედერაციის პასპორტის №51№4717496). კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების მიხედვით  შპს ”ტელეკომპანია აისის” 100%-იანი წილის მფლობელი შპს ”ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი”, ასევე წარმოადგენს შპს ”ტელეიმედის” და შპს ”რადიო იმედის” 100%-იანი წილის მფლობელს.

შპს ”ტელეიმედი” ფლობს საეთერო ტელემაუწყებლობის №B16 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა; 

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სატელე

ვიზიო არხი

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივების დიაგრამა

გადამცემის სიმძ.(ვტ)

ანძის განლაგების

გეოგრაფ. კოორდინატ.

ანტენის გაძლიერ. კოეფიც. არაუმეტეს (დბ)

ანტენის განთავსების

სიმაღლე მიწის

ზედაპ-დან(მ)

1

თბილისი

30

H

წრიული

2000

N 41°41 44"

E 044°47 09"

6.0

78± 5

2

ბათუმი

27

H

წრიული

500

N 41°41 38"

E 041°42 55"

6.0

45± 5

3

დედოფლისწყარო

22

H

წრიული

1000

N 41°27 48"

E 046°08 16"

6.0

170± 25

4

ყვარელი

33

H

წრიული

1000

N 41°54 23"

E 045°49 38"

6.0

45± 5

5

თელავი (ცივის სატელევიზიო ანძა)

43

H

წრიული

1000

N 41°52 18"

E 045°24 39"

6.0

25± 5

6

გორი

22

H

წრიული

1000

N 42°01 55"

E 044°02 56"

6.0

175± 25

7

ხაშური

25

H

წრიული

200

N 42°00 08"

E 043°33 37"

6.0

32± 5

8

დმანისი

25

H

წრიული

1000

N 41°22 48"

E 044°12 51"

6.0

65± 5

9

მარნეული

21

H

წრიული

500

N 41°29 31"

E 044°47 18"

6.0

50± 5

10

ახალქალაქი

27

H

წრიული

500

N 41°20 52"

E 043°25 34"

6.0

70± 5

11

ახალციხე

24

H

წრიული

500

N 41°37 49"

E 042°57 29"

6.0

50± 5

12

ბორჯომი)

21

H

წრიული

200

N 41°50 08"

E 043°23 05"

6.0

25± 5

13

ჩოხატაური

25

H

წრიული

200

N 42°01 00"

E 042°15 00"

6.0

45± 5

14

ქუთაისი

33

H

წრიული

5000

N 42°16 50"

E 042°44 10"

6.0

110± 5

15

ოზურგეთი

23

H

წრიული

200

N 41°55 26"

E 042°02 02"

6.0

35± 5

16

ზესტაფონი

39

H

წრიული

200

N 42°03 37"

E 043°03 48"

6.0

15± 5

17

ჭიათურა

25

H

წრიული

500

N 42°16 56"

E 043°14 48"

6.0

85 ± 5

18

ტყიბული

21

H

წრიული

1000

N 42°22 36"

E 043°02 12"

6.0

65± 5

19

მარტვილი

21

H

წრიული

200

N 42°27 21"

E 042°21 59"

6.0

18± 5

20

ფოთი

25

H

წრიული

1000

N 42°11 07"

E 041°42 28"

6.0

125± 5

21

ზუგდიდი

41

H

წრიული

500

N 42°30 07"

E 041°53 07"

6.0

65± 5

     შპს ”რადიო იმედი” ფლობს საეთერო რადიომაუწყებლობის №B49, №B50 და №B129 ლიცენზიებს შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

№B49 ლიცენზია:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე;

დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

დ.ა) რადიომაუწყებლობა 105,9 მჰც სიხშირეზე, 200 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.თბილისი;

დ.ბ) რადიომაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.

№B50 ლიცენზია:

ა) ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

    №

გადამცემის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატე-ბი

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედ. მ

სიხშირე მჰც

სიმძლავრე კვტ

მაუწყებლობის საშ. რადიუსი, კმ

1

ბათუმი

41E43;

41N41

50

100.1

1

20

2

დედოფლის წყარო

46E08;

41N27

50

104.7

1

25

3

თელავის მუნიცეპალიტეტი, ცივი

45E29

41N55

35

100.2

1

20

4

დუშეთის მუნიცეპალიტეტი, ფასანაური

44E41;

42N21

25

103.8

0.1

10

5

ყაზბეგის მუნიცეპალიტეტი, გუდაური

44E53;

42N20

25

100.6

0.1

10

6

სტეფანწმინდა

44E39;  42N39

25

100.0

0.25

10

7

გორი

44E03;

42N02

120

100.0

1

25

8

დმანისი

44E13;

41N22

120

105.1

1

35

9

ახალქალაქი

43E25;

41N21

55

101.2

1

20

10

ახალციხე

42E57;

41N38

35

101.5

1

15

11

ბორჯომის მუნიცეპალიტეტი, ბაკურიანი

43E31;

41N44

20

105.4

0.1

10

12

ქუთაისი

42E44;

42N17

40

100.9

2.5

25

13

ჭიათურა

43E16;

42N17

50

104.1

0.25

10

14

მარტვილი

42E23;

42N25

20

100.7

0.25

10

15

ზუგდიდი

41E52;

42N30

25

104.2

2.5

25

№B129 ლიცენზია:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 07 სექტემბრამდე;

დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარიზაცია

V/H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე (ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ)

მესტია, ზურულდის მთა, საკომუნიკაციო ანძა

107,9

FM

V

წრიული

250

N 43001’

E 042046’

20

                კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ იქნა შპს „ტელეკომპანია აისის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის შპს “ტელეიმედისთვის“ გადაცემის განზრახვის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად (№10/96-13, 30.01.13წ.), შპს ”ტელეიმედი” არ წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს, რომელსაც ეკრძალება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ფლობა; ამავე დროს, შპს „ტელეკომპანია აისის“ მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის შპს “ტელეიმედისთვის“ გადაცემის შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით. ვინაიდან შპს ”ტელეიმედი” მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან - შპს ”რადიო იმედთან” ერთად არ იქნება 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიაზე მეტის მფლობელი ერთი და იგივე მომსახურების ზონაში.

                კომისიის მიერ შესწავლილ იქნა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შპს „იბერია ტვ“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი, 2013 წლის 2 აპრილს შპს „იბერია ტვ“-ს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მთავარ პროკურატურაში შეტანილი საჩივარი და ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 აპრილის განჩინება, რასთან დაკავშირებითაც კომისია აღნიშნავს შემდეგს:

                2013 წლის 2 აპრილს შპს „იბერია ტვ“-ს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მთავარ პროკურატურაში შეტანილი საჩივარი ვერ გახდება შპს „ტელეკომპანია აისის“ კერძო მაუწყებლობის NB106 ლიცენზიის შპს „ტელეიმედისთვის“ გადაცემაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება; რაც შეეხება ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 აპრილის განჩინებას, აღნიშნული განჩინების შესაბამისად, შპს „იბერია ტვ“-ს, შპს „ილარიონის“ და შპს „ომეგა მოტორსის“ განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო შპს „ტელეკომპანია აისის“ კერძო მაუწყებლობის NB106 ლიცენზიას; რაც შეეხება განმცხადებლების მეორე მოთხოვნას, კერძოდ, რომ სასამართლოს აეკრძალა კომისიისთვის შპს „ტელეკომპანია აისის“ კერძო მაუწყებლობის NB106 ლიცენზიის გადაცემაზე წინასწარი თანხმობის გაცემა, ამ ნაწილში განცხადება არ იქნა დაკმაყოფილებული სასამართლოს მიერ; სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი  და მე-2 პუნქტებზე და განმარტა, რომ მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ბათილია ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარიგება. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ტელეკომპანია აისის“ საკუთრებაში არსებული კერძო სპეციალიზებულ ლიცენზიაზე ყადაღის დადება გამორიცხავს, როგორც შპს „ტელეკომპანია აისის“, ასევე სხვა პირის მიერ მის განკარგვას ნებისმიერი ფორმით; ამდენად, კომისიის მიერ შესაბამისი თანხმობის გაცემის მიუხედავად, მესაკუთრე ქონებაზე ყადაღის დადების გამო მოკლებული იქნება შესაძლებლობას განკარგოს იგი.

                ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „იბერია ტვ“-ს, შპს „ილარიონის“ და შპს „ომეგა მოტორსის“ განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ იმ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებდა სასამართლოს მიერ კომისიისთვის შპს „ტელეკომპანია აისის“ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გადაცემასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის აკრძალვას და ამავე დროს, არ არსებობს შპს „ტელეკომპანია აისის“ კერძო მაუწყებლობის NB106 ლიცენზიის შპს „ტელეიმედისთვის“ გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის კანონისმიერი დამაბრკოლებელი გარემოებები გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, კომისია იზიარებს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 აპრილის განჩინებაში აღნიშნულ განმარტებებს, მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი  და მე-2 პუნქტებზე და აღნიშნავს, რომ მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ბათილია ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარიგება. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 აპრილის განჩინებით შპს „ტელეკომპანია აისის“ კერძო მაუწყებლობის NB106 ლიცენზიაზე ყადაღის დადება  „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი და მე-2 პუნტებიდან გამომდინარე გამორიცხავს როგორც შპს „ტელეკომპანია აისის“, ისევე კომისიის მიერ აღნიშნული ლიცენზიის განკვარგვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედების განხორციელებას; იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომისიის მიერ გაცემული იქნება წინასწარი თანხმობა შპს „ტელეკომპანია აისის“ კერძო მაუწყებლობის NB106 ლიცენზიის შპს „ტელეიმედისთვის“ გადაცემასთან დაკავშირებით, შპს „ტელეკომპანია აისი“ მოკლებული იქნება შესაძლებლობას განახორციელოს კერძო მაუწყებლობის NB106 ლიცენზიის განკარგვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება.

სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ვინაიდან შპს „ტელეკომპანია აისსა“ და შპს „იბერია ტვ“-ს შორის არსებობს სამოქალაქო დავა კერძო მაუწყებლობის NB106 ლიცენზიის მფლობელობასთან დაკავშირებით და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 აპრილის განჩინებით ყადაღა დაედო შპს „ტელეკომპანია აისის“ კერძო მაუწყებლობის NB106 ლიცენზიას, სასამართლოს მიერ სადაო საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან კერძო მაუწყებლობის NB106 ლიცენზიაზე დავის სხვაგვარად შეწყვეტამდე კომისიაში უნდა შეჩერდეს ადმინისტრაციული წარმოება კერძო მაუწყებლობის NB106 ლიცენზიის შპს „ტელეიმედისთვის“ გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის თაობაზე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის, 37-ე, 481-ე და მე-60 მუხლების, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად და ქ.თბილისი საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განჩინების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეჩერდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია აისის“ კერძო მაუწყებლობის NB106 ლიცენზიის შპს „ტელეიმედისთვის“ გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიღების თაობაზე შპს „ტელეკომპანია აისის“ 2013 წლის 23 იანვარის №6/471-13 განცხადებაზე, აღნიშნულ ლიცენზიის მფლობელობასთან დაკავშირებით დავის გადაწყვეტამდე/შეწყვეტამდე;

2. დაევალოს შპს „ტელეკომპანია აისს“ და შპს „იბერია ტვ“-ს აცნობონ კომისიას სადაო საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ან დავის სხვაგვარად გადაწყვეტის/შეწყვეტის თაობაზე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია აისისთვის“, შპს „ტელეიმედისთვის” და შპს „იბერია ტვ“-სთვის გაგზავნის უზრუნველყოფა (ნ.ჯავახიძე);

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის წევრი                                                                                                კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები