საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროს სერგო შავგულიძის, ამავე დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტ ნოდარ ასპანიძის და სპეციალისტ ზაზა გონჯილაშვილის ქ. ჟენევაში მივლინების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 11, 2013
მიღების თარიღი აპრილი 05, 2013
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის, ციფრული მაუწყებლობის და ფართოზოლოვანი შეღწევადობის ქსელების მდგრადი ინოვაციური განვითარების უზრუნველყოფაში დახმარების აღმოჩენის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, 2012 წლის 31 დეკემბრის No.12/22308 წერილით ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) გენერალურ მდივანს ბატონ ჰამადურ ტურეს მიმართა თხოვნით, რათა შესაძლო მოკლე ვადაში ITU-ს ეგიდით ჩატარებულიყო რადიოსიხშირული დაგეგმარების ევროპის რეგიონში შემავალი საქართველოს მეზობელი ქვეყნების (აზერბაიჯანის რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია) უფლებამოსილ და ITU-ს წამყვან ექსპერტთა ქვერეგიონალური თათბირი, რომლებზეც განხილული იქნებოდა რადიოსიხშირული დაგეგმარების და კოორდინაციის აქტუალური საკითხები. ITU-ს გენერალური მდივნის მიერ ეს თხოვნა იქნა მხარდაჭერილი, რის შესახებაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აცნობა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წერილით No.12/1064, 18.02.2013, სადაც იყო თხოვნა შესაძლო მოკლე ვადებში ერთობლივად შემუშავებულიყო შეხვედრაზე განსახილველი აქტუალური საკითხები და მათი გადაწყვეტის წინადადებები და ასევე კომისიას მიეღო გადაწყვეტილება ITU-ში გასაგზავნ საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში კომისიის უფლებამოსილი წარმომადგენლების ვინაობის შესახებ. პარალელურად აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ა.წ. 28 თებერვალს კომისიაში შემოვიდა ITU-ს რადიოსაკომუნიკაციო ბიუროს დირექტორის ბატონ ფრანსუა რენსის წერილი ნომრით 31(BCD)-2013-000310, სადაც იგი გვიწვევს ორდღიან შეხვედრაზე UHF სიხშირული ზოლის თაობაზე, რომელიც ჩატარდება 2013 წლის 18-19 აპრილს ქ.ჟენევაში (შევეიცარია). შეხვედრის მიზანია ციფრულ მაუწყებლობაზე წარმატებული გადასვლისა და ციფრული დივიდენდის განხორციელების მიზნით სიხშირეთა კოორდინაცია ITU-ს წევრი შემდეგი სახელმწიფოებისათვის: სომხეთის რესპუბლიკა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, საქართველო, ირანის ისლამური რესპუბლიკა, ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა, უზბეკეთი. შეხვედრის თემებია: სიხშირეთა კოორდინაციის მიზნები და ამჟამინდელი მდგომარეობის მიმოხილვა თითოეულ ზემოთ აღნიშნულ ქვეყანაში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან მიმართებაში, სხვა პირველადი სამსახურების გამოყენება და განაწილება ციფრული დივიდენდის სპექტრში, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ვადები და ციფრულ–ანალოგური ერთობლივი მაუწყებლობის მოთხოვნების შესწავლა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე და გადასვლის შემდეგ სატელევიზიო მაუწყებლობის სიხშირული გეგმა, თითოეული ქვეყნისათვის სიხშირული სპექტრის რესურსის მომხმარებელი ყველა შესაძლო ტექნოლოგიის ურთიერთ თანაარსებობის შესძლებლობების შესწავლა UHF (470-862 მჰც) დიაპაზონში, ჟენევა-06 გეგმით გათვალისწინებული სიხშირეების განაწილების შემდგომი მოდიფიკაციის პროცესის შესწავლა და პროცედურების გაიოლება, ყველა ქვეყნისათვის სპექტრალურ რესურსზე ობიექტური დაშვების უზრუნველყოფის გაგრძელება, ციფრული დივიდენის განაწილების ვადები და მასთან დაკავშირებული პროცედურები, ტექნიკური მახასიათებლები და მობილური სერვისების გამოყენების შესაძლებლობები აღნიშნულ სიხშირულ დიაპაზონში და სხვა. შეხვედრაზე ასევე განიხილება სიხშირულ მინიჭებებთან და განაწილებებთან დაკავშირებული ურთიერთთანაარსებობის საკითხები, მეთოდოლოგიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ასეთ თანაარსებობას, ტექნიკური საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ინტერეფერენციების შემცირებას და ITU-ს რადიოსაკომუნიკაციო ბიუროს შესაძლო დახმარება ქვეყნებს შორის გადაუჭრელი პრობლემების მოგვარებაში.
ა.წ. 13 მარტს კომისიაში შემოვიდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილი No. 12/1816, რომლშიც მითითებულია რა ბატონ ფრანსუა რენსის ზემოაღნიშნულ წერილი და ასევე ჩვენს მიერ მათთვის გაგზავნილი 1 მარტის No. 06/422-13 წერილი, ითხოვენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანამშრომლები, სერგო შავგულიძე, ნოდარ ასპანიძე და ზაზა გონჯილაშვილი, რომლებიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შეყვანილი არიან საქართველოს დელეგაციაში, მივლინებულ იქნან ა.წ. 16 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით ქ. ჟენევაში ITU-ს ეგიდით დაგეგმილ ქვერეგიონალურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე–11 მუხლის მე–3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის და მე–8 მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (2 – მომხრე (კ. კვიტაიშვილი, ი. მოსეშვილი), 1 – წინააღმდეგი (ა. სიხარულიძე)
გადაწყვიტა:
1. მივლინებულ იქნან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი სერგო შავგულიძე, ამავე დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ნოდარ ასპანიძე და სპეციალისტი ზაზა გონჯილაშვილი ქ. ჟენევაში, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU)-ს მიერ ორგანიზებულ ქვერეგიონარულ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, 2013 წლის 16 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით;
2. სერგო შავგულიძის არყოფნის დროს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულება დაეკისროს ამავე დეპარტამენტის წამყვან სპეციალისტ რომან ქურდაძეს. რომან ქურდაძის ხელფასის დანამატი განისაზღვროს მისი და ამავე დეპარტამენტის უფროსის ხელფასებს შორის სხვაობით;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) მობილური ნომრებით უზრუნველყოფა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) მოახდინოს მობილური ნომრებით სარგებლობის და მივლინების ხარჯების ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
