წვდომის მენიუ

კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 252 / 23

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 18, 2013

მიღების თარიღი აპრილი 12, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ბლექ სი სატმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №7/119-13, 13/03/2013) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო სპეციალიზებული ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე. კერძოდ, შპს „ბლექ სი სატი“ ითხოვს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას, რომლის სახეობა იქნება სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – საქართველო, ხოლო მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში – 6 საათი.

კერძო სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე  შპს „ბლექ სი სატის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შესაბამისობაშია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან; კერძოდ, შპს „ბლექ სი სატის” მიერ კომისიაში წარმოდგენილია:

1.  ლიცენზიის მაძიებლის განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლის მე–2 პუნქტის მოთხოვნებს;

2.   სალიცენზიო მოსაკრებლის (2000.00 ლარი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

3.    სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

4.       შესაბამისობის დეკლარაცია.

შპს „ბლექ სი სატის” მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადად მითითებულია – ლიცენზიის გაცემიდან 6 თვე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38–ე მუხლის შესაბამისად, კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის, ხოლო საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა ხორციელდება ტელე ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების ან სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით, სიხშირული სპექტრის გამოყენებით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38–ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისიამ შეისწავლა შპს „ბლექ სი სატის” მიერ წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაცია და გამოარკვია, რომ დეკლარაციაში მითითებული ინფორმაცია შესაბამისობაშია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 -ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. კერძოდ, შპს „ბლექ სი სატის” დირექტორი და 5%-იანი წილის მფლობელი არის საქართველოს მოქალაქე მამუკა ცქიტიშვილი (პირადი ნომერი: 01026000595),  10%-იანი წილის მფლობელი არის საქართველოს მოქალაქე გიორგი აბუაშვილი (პირადი ნომერი: 59001027471),  5%-იანი წილის მფლობელი არის საქართველოს მოქალაქე ლევან გიორგაძე (01005010461), 5%-იანი წილის მფლობელი არის საქართველოს მოქალაქე ამირან მამუჭაძე (61001003844), 5%-იანი წილის მფლობელი არის იტალიის მოქალაქე პაატა კალანდაძე (YA3586159) და 70%-იანი წილის მფლობელი არის შპს ”ბლექ სი გრუპი” (ს/კ 204477734).   კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით მამუკა ცქიტიშვილი ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს: ადმინისტრაციულ ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს; პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს;  ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიული პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ბლექ სი სატის“ მიერ წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით შპს ”ბლექ სი გრუპის” 25%-ანი წილის მფლობელი არის საქართველოს მოქალაქე გიორგი კალანდაძე (პირადი ნომერი: 01005000936), ხოლო 75%-ანი წილის მფლობელი არის შპს ”ბლექ სი როუდი”(ს/კ: 204472061). შპს ”ბლექ სი როუდის” 50%-ანი წილის მფლობელი არის საქართველოს მოქალაქე გიორგი კალანდაძე (პირადი ნომერი: 01005000936), ხოლო 50%-ანი წილის მფლობელი არის საქართველოს მოქალაქე ამირან მამუჭაძე (61001003844).

გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს შპს „ბლექ სი სატის” თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დამაბრკოლებელი გარემოებები, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ბლექ სი სატისთვის” თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371-ე, 38-ე და 41–ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად,ხმათა უმრავლესობით ორი ერთის წინააღმდეგ (კომისიის წევრმა აკაკი სიხარულიძემ მხარი არ დაუჭირა აღნიშნულ გადაწყვეტილებას)

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ბლექ სი სატისთვის“ თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2013 წლის 15 მაისს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ბლექ სი სატისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა)

კომისიის წევრი                                                                                                                ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები