წვდომის მენიუ

ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების სერტიფიცირების, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფის საკითხების ორგანიზების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

ნომერი: 253 / 22

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 18, 2013

მიღების თარიღი აპრილი 12, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის დ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის  ერთ–ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების სერტიფიცირების, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა, რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური მოწყობილობების სერტიფიცირების რეგლამენტის შესაბამისად; 

     „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

კომისია აღნიშნავს, რომ  „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შესაბამისმა უწყებებმა 2013 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობას უნდა წარუდგინონ მისაღები ტექნიკური რეგლამენტების პროექტები მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების (ნორმების, წესების, ინსტრუქციების, მოთხოვნების) რევიზიის შედეგად. 

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2004 წლის 24 დეკემბერს კომისიის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება N2 “რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“.

     ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“, ასევე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონებით კომისიაზე დაკისრებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია კომისიაში სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე–3 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტისა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 103-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად  გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების ორგანიზებას.

გამომდინარე აღნიშნულიდან, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე–3 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტისა და  „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 103-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეიქმნას დროებითი სამუშაო ჯგუფი კომისიის აპარატის შემდეგი თანამშრომლების შემადგენლობით:

ა)რევაზ სვანიძე, კომისიის აპარატის ინფორმაციულ–ანალიტიკური  დეპარტამენტის სპეციალისტი,  ჯგუფის ხელმძღვანელი;

ბ)  ციალა უჯმაჯურიძე, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ჯგუფის წევრი;

გ) მზია გოგილაშვილი, კომისიის აპარატის სტრატეგიული  განვითარების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი,   ჯგუფის წევრი;

დ)  გიორგი  გოგიაშვილი,  კომისიის აპარატის  რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი, ჯგუფის წევრი;

ე) ანა  დაბრუნდაშვილი, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის  სპეციალისტი,  ჯგუფის წევრი.

2. სამუშაო ჯგუფმა ერთი თვის ვადაში ჩამოაყალიბოს და კომისიას წარმოუდგინოს  ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების სერტიფიცირების, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფის  უახლოესი ერთი წლის მოქმედების გეგმა დარგში არსებული პრიორიტეტების გათვალისწინებით;

3. სამუშაო ჯგუფის ფუნქციონირების ვადად განისაზღვროს 1 წელი გადაწყვეტილების მიღების  დღიდან;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ, N6) ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ინფორმაციულ–ანალიტიკური დეპარტამენტს (რ.სვანიძე).

            კომისიის წევრი                                                                  კ.კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                  ს.ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                  ა.სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                  ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები