წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 257 / 19

გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2013

მიღების თარიღი აპრილი 15, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს „სილქნეტმა” (№7/79-13, 21/02/13) და წარმოადგინა სს ”გაერთიანებულ ტელეკომთან” 2013 წლის 19 თებერვალს გაფორმებული დამატებითი შეთანხმება №10-285/1, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე 2010 წლის 9 მარტის №10-285 ხელშეკრულებაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილების მე–14 პუნქტის შესაბამისად, შპს ”სილქნეტი” განისაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის დროებით მფლობელად, 3 (სამი) წლის ვადით, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 827,955 მჰც - 831,645 მჰც და 872,955 მჰც - 876,645 მჰც სიხშირული დიაპაზონი მობილური და ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2013 წლის 23 ივლისამდე;

გ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებების IIF პორტებით და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა;

სს ”სილქნეტის” მიერ კომისიაში 2013 წლის 21 თებერვალს წარმოდგენილი დამატებითი შეთანხმების თანახმად მოქმედების ვადა გაუგრძელდა სს ”გაერთიანებულ ტელეკომსა” და შპს ”სილქნეტს” შორის 2010 წლის 9 მარტს გაფორმებულ, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ №10-285 ხელშეკრულებას  - 2013 წლის 23 ივლისამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 26 ივლისს შპს ”სილქნეტმა” შეიცვალა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და დარეგისტრირდა, როგორც სს ”სილქნეტი” (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, 26.07.2010, განაცხადის ნომერი: 96035, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B10086579).

კომისია დამატებით, აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადაპირებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. გამომდინარე იქიდან, რომ სს ”სილქნეტი” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11ლიცენზიას ფლობს სს ”გაერთიანებულ ტელეკომთან” 2010 წლის 9 მარტს გაფორმებული გადაპირების ხელშეკრულების და კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილების საფუძველზე და სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” და სს ”სილქნეტს” შორის 2013 წლის 19 თებერვალს გაფორმებული დამატებითი შეთანხმება №10-285/1 ითვალისწინებს მხარეებს შორის 2010 წლის 9 მარტს გაფორმებულ გადაპირების ხელშეკრულებაში ცვლილებას, მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან დაკავშირებით, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ცვლილების შეტანა კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილებაში და ამ მიზნით კომისიის 2013 წლის 15 მარტის №172/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.

საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა კომისიის 2013 წლის 15 აპრილის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა სს ”სილქნეტის” უფლებამოსილი წარმომადგენელი მარი ქოქიაშვილი.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის დამაბრკოლებელი გარემოება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე–14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”14. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის მფლობელად 2013 წლის 23 ივლისამდე განისაზღვროს სს ”სილქნეტი” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 827,955 მჰც - 831,645 მჰც და 872,955 მჰც - 876,645 მჰც სიხშირული დიაპაზონი მობილური და ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2013 წლის 23 ივლისამდე;

გ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებების IIF პორტებით და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა;”

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის სს „სილქნეტისთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (ი. ხარებავა)

კომისიის წევრი                                                                                                       კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                       ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                       ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                       ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები