წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №70 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 260 / 17

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2013

მიღების თარიღი აპრილი 17, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2013 წლის 17 აპრილის №70 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  კომისიის 2013 წლის 17 აპრილის №70 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს  1 (ერთი) საკითხი:

ა) შპს ტელე–რადიო კომპანია „თვალის“ კერძო მაუწყებლობის №B68 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

2. კომისიის 2013 წლის 17 აპრილის №70 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

 

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

 

სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

 

ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები