ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2013
მიღების თარიღი აპრილი 17, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ე) და თ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება; მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ასევე საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ და რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამავე კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2013 წლის 27 მარტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 22 მარტის სამსახურებრივი ბარათი (N10/222-13), სადაც აღნიშნულია, რომ 2013 წლის 25 იანვრის N52/18 გადაწყვეტილებით ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ აღნიშნულ კომპანიას მიეცა გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, 511 მუხლის პირველი პუნქტის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, „კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების პირველი მუხლის ა) და ბ) პუნქტების, ასევე კერძო მაუწყებლობის NB24 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების ა) და გ) პუნქტების და კერძო მაუწყებლობის NB32 ლიცენზიის მ), ო) და რ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, ააიპ ,,მედია ცენტრი ღია საქართველოსათვის“ აეკრძალა შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებისა და კომისიაში წარმოდგენის გარეშე სამაუწყებლო ბადეში სამაუწყებლო პროდუქციის განთავსება, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სამაუწყებლო ბადეში მხატვრული ფილმების განთავსება, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლისა და ,,კერძო (საერთო სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს. აღნიშნულის საფუძველზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა განახორციელა ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ 2013 წლის 19 - 20 მარტის სამაუწყებლო ბადის მონიტორინგი, რის შედეგადაც გამოირკვა, რომ ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში, კომისიში აღნიშნული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე ანთავსებს რუსულ ენაზე დუბლირებულ, დასავლური წარმოების ფილმებს. კერძოდ 2013 წლის 19-20 მარტის განმავლობაში ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფზაზეთისათვის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსდა შემდეგი ფილმები: ,,The Boondock Saints II. All Saints Day”, ,,Dark Country”, ,,Biutiful” , ,,Alvin and the Chipmunks. The squeakquel”, ,,Tangled”, ,,Ghost Rider. Sprint of Vengeance”, ,,The Incridible Hunk”, ,,Jonny English Rebon”, ,,Balls To the Wall”, ,,Furry Vengenace”, The Golden Door”, ,,ATm”, ,,Eat pray Love”, Green Hornest”, ,,Shank”, ,,Mars needs Moms”, ,,The Bourne Identity”, ,,The Twilight Saga”, ,,Robin Hood”, ,,Tooth Fairy”, ,,Notting Hill”, ,,Miss Nobody”, ,,Apollo 13”. აღნიშნულის შესაბამისად კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ მიერ სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენება ხორციელდება არამართლზომიერად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 11 აპრილს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებისა და საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით, სანქცირების თაობაზე. საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 17 აპრილს 16:00 საათზე, რის თაობაზეც ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას ასევე გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2013 წლის 17 აპრილის სხდომაზე. სხდომაზე არ გამოცხადდა ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ წარმომადგენელი, თუმცა სხდომის თაობაზე შეტყობინება ჩაბარდა კომპანიის ოფის მენეჯერს - იმედაშვილს 2013 წლის 11 აპრილს, რაც დასტურდება საფოსტო ქვითრით, გზავნილის კოდი N040002252182. გამომდინარე იქიდან, რომ ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ ცნობილი იყო საკითხის განხილვის თარიღისა და სხდომის გამართვის დროისა და ადგილის შესახებ, ხოლო შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე კომისიაში არ შემოსულა, კომისიას მიაჩნია, რომ კომისია უფლებამოსილი იყო შპს ,,სუპერ ტვ“-ის დაუსწრებლად განეხილა საკითხი.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (22.04.2013 - N10/222-13);
2. ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. ააიპ ,,მედია ცენტრის ღია აფხაზეთისათვის“ კერძო მაუწყებლობის NB24 და NB32 ლიცენზიები;
4. კომისიის მიერ ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ გაგზავნილი შეტყობინება (11.04.2013, N03/706-13);
5. ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო ქვითარი, გზავნილის კოდი N040002252182.
6. კომისიის 2013 წლის 25 იანვრის N52/18 გადაწყვეტილება ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“;
7. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2013 წლის 16 აპრილის N10/302-13 სამსახურებრივი ბარათი.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ წარმოადგენს მაუწყებელს, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ფლობს კერძო მაუწყებლობის NB24 და NB32 ლიცენზიებს, რომლებიც ითვალისწინებენ სიხშირული სპექტრისა და თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობას;
2. ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“, როგორც კერძო მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და კერძო მაუწყებლობის NB24 და NB32 ლიცენზიებით გათვალისწინებული სალიცენზიო ვალდებულებები;
3. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ, ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ 2013 წლის 19-20 მარტის სამაუწყებლო ბადის მონიტორინგის შედეგად გამოირკვა, რომ ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში კომისიაში სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე ანთავსებს რუსულ ენაზე დუბლირებულ, დასავლური წარმოების ფილმებს. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ სამაუწყებლო ბადეში განათავსა შემდეგი ფილმები: ,,The Boondock Saints II. All Saints Day”, ,,Dark Country”, ,,Biutiful” , ,,Alvin and the Chipmunks. The squeakquel”, ,,Tangled”, ,,Ghost Rider. Sprint of Vengeance”, ,,The Incridible Hunk”, ,,Jonny English Rebon”, ,,Balls To the Wall”, ,,Furry Vengenace”, The Golden Door”, ,,ATm”, ,,Eat pray Love”, Green Hornest”, ,,Shank”, ,,Mars needs Moms”, ,,The Bourne Identity”, ,,The Twilight Saga”, ,,Robin Hood”, ,,Tooth Fairy”, ,,Notting Hill”, ,,Miss Nobody”, ,,Apollo 13”;
4. ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ კომიის 2013 წლის 25 იანვრის N52/18 გადაწყვეტილებით გაფრთხილდა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, 511 მუხლის პირველი პუნქტის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, „კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების პირველი მუხლის ა) და ბ) პუნქტების, ასევე კერძო მაუწყებლობის NB24 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების ა) და გ) პუნქტების და კერძო მაუწყებლობის NB32 ლიცენზიის მ), ო) და რ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
5. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2013 წლის 16 აპრილის N10/302-13 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ ბოლო 12 თვის ჯამური შემოსავალი დღგ-ს გარეშე, კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების მიხედვით შეადგენს 4399.93 (ოთხიათას სამას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდაცამეტი თეთრი) ლარს, შესაბამისად, მას უნდა დაეკისროს ჯარიმა 4399.93 (ოთხიათას სამას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდაცამეტი თეთრი) ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლებისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის მნიშვნელოვანია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები.
4. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესებთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
5. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ჟ) პუნქტის შესაბამისად, საჯარო გადაცემა განმარტებულია, როგორც ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
6. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი, ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიატს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.
7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.
8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად.
9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.
10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლის შესაბამისად: „1. არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი მაუწყებლის ეთერში უნდა განთავსდეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირებული, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. 2. კომისია უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ვალდებულება, ყოველკვირეულ სამაუწყებლო ბადეში განათავსონ არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი (გარდა სერიალისა) პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით. კომისიის დადგენილებით აგრეთვე განისაზღვრება საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების წესი.“
11. „კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების პირველი მუხლის ა) პუნქტის შესაბამისად, კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებულ მხატვრულ ფილმს, დოკუმენტურ ფილმს, ტელეფილმს, ფილმის სერიას ან სერიალს, ვალდებულია არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებული მხატვრული ფილმი, დოკუმენტური ფილმი, ტელეფილმი, ფილმის სერია ან სერიალი განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე - ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართულ ან აფხაზურ ენაზე დუბლირებული სახით, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრულ გამონაკლისი შემთხვევისა; ამავე მუხლის ბ) პუნქტის შესაბამისად, კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებულ მხატვრულ ფილმებს, ვალდებულია სამაუწყებლო ბადეში დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები განათავსონ მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესითა და სიხშირით;
12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.
13. ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ კერძო მაუწყებლობის NB24 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების ა) და გ) პუნქტების და კერძო მაუწყებლობის NB32 ლიცენზიის მ), ო) და რ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისთვის“ ვალდებულია:
- მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;
- კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511-ე მუხლით გათვალისწინებული მხატვრული ფილმის ეთერში განთავსების წესების დაცვა;
14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე მაუწყებლის მიერ ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა მის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობისათვის, ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის გაფრთხილების გამოყენებიდან 1 წლის განმავლობაში მის მიერ ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში;
15. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ სამაუწყებლო ბადის 2013 წლის 19-20 მარტის მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ:
ა) ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისთვის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები ,,The Boondock Saints II. All Saints Day”, ,,Dark Country”, ,,Biutiful” , ,,Alvin and the Chipmunks. The squeakquel”, ,,Tangled”, ,,Ghost Rider. Sprint of Vengeance”, ,,The Incridible Hunk”, ,,Jonny English Rebon”, ,,Balls To the Wall”, ,,Furry Vengenace”, The Golden Door”, ,,ATm”, ,,Eat pray Love”, Green Hornest”, ,,Shank”, ,,Mars needs Moms”, ,,The Bourne Identity”, ,,The Twilight Saga”, ,,Robin Hood”, ,,Tooth Fairy”, ,,Notting Hill”, ,,Miss Nobody”, ,,Apollo 13”, ამ პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოპოვებისა და კომისიაში წარმოდგენის გარეშე, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, ასევე კერძო მაუწყებლობის NB24 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების ა) და გ) პუნქტების და კერძო მაუწყებლობის NB32 ლიცენზიის მ) და რ) ქვეპუნქტების დარღვევას;
ბ) ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში ანთავსებს რუსულ ენაზე დუბლირებულ მხატვრულ ფილმებს, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, 511 მუხლის პირველი პუნტის და „კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების პირველი მუხლის ა) და ბ) პუნქტების, კერძო მაუწყებლობის NB24 ლიცენზიის ა) პუნტისა და კერძო მაუწყებლობის NB32 ლიცენზიის ო) და რ) ქვეპუნქტების დარღვევას;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ვინაიდან, ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ მიმართ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით, გამოყენებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - გაფრთხილება, შესაბამისად, ამჯერად გამოყენებული უნდა იქნას ჯარიმა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების“ მე-8 მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ე) და თ) ქვეპუნქტების, 511 მუხლის პირველი პუნტის, 70-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების, 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 72-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 42-ე და 58-ე მუხლების, „კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების პირველი მუხლის ა) და ბ) პუნქტების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კერჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ დაეკისროს ჯარიმა 4,399.93 (ოთხიათას სამასოთხმოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდაცამეტი თეთრი) ლარის ოდენობით „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, 511 მუხლის პირველი პუნქტის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, „კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების პირველი მუხლის ა) და ბ) პუნქტების, ასევე კერძო მაუწყებლობის NB24 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების ა) და გ) პუნქტებისა და კერძო მაუწყებლობის NB32 ლიცენზიის მ), ო) და რ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
- სახაზინო კოდი - 300693251;
3. დაევალოს ააიპ ,,მედია ცენტრ ღია აფხაზეთისათვის“ ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;
4. ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისთვის“ აეკრძალოს სამაუწყებლო ბადეში, სამაუწყებლო პროდუქციის განთავსება, ამ სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებისა და კომისიაში წარმოდგენის გარეშე;
5. ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისთვის“ უზრუნველყოს სამაუწყებლო ბადეში მხატვრული ფილმების განთავსება, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლისა და „კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციის თაობაზე უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
9. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათის“ ჩაბარების დღიდან;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-7, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
