საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შემოსული კორესპონდენციის კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებში განაწილების თაობაზე 2013 წლის 18 აპრილს დანიშნული კომისიის №72 სხდომის გაუქმების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2013
მიღების თარიღი აპრილი 17, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2013 წლის 25 თებერვალს კომისიის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შემოსული კორესპონდენციის კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებში განაწილების თაობაზე მიღებული იქნა №125/22 გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, კომისიის თავმჯდომარის სამსახურში გამოუცხადებლობის გამო, მისი არ ყოფნის პერიოდში, კომისიაში შემოსული კორესპონდენციის კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებში განაწილება ხორციელდებოდა კომისიის მიერ ყოველდღიურად, კოლეგიურად, კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების გზით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 15 აპრილის №15/04/03 განკარგულებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, ირაკლი ჩიქოვანი გათავისუფლდა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 16 აპრილის №16/04/01 განკარგულებით, კომისიის წევრი, კარლო კვიტაიშვილი დაინიშნა კომისიის თავმჯდომარედ.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამიად, 2013 წლის 11 აპრილს, 18:23 საათზე ინტერნეტში, კომისიის ოფიციალურ გვერდზე, გამოქვეყნებული იყო ინფორმაცია 2013 წლის 18 აპრილს, 17:30 საათზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №72 სხდომის ჩატარების თაობაზე (დღის წესრიგი: „კომისიაში შემოსული კორესპონდენციის კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებში განაწილების თაობაზე“).
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 16 აპრილის №16/04/01 განკარგულების შესაბამისად კომისიის თავმჯდომარედ დანიშნულ იქნა კომისიის ერთ-ერთი წევრი, კარლო კვიტაიშვილი, აღარ არსებობს კომისიის 2013 წლის 18 აპრილის №72 სხდომის ჩატარებისა და კომისიის მიერ კომისიაში შემოსული კორესპონდენციის კომისიის მიერ კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებში განაწილების აუცილებლობა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის საფუძველზე ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გაუქმდეს 2013 წლის 18 აპრილს დანიშნული კომისიის №72 სხდომა;
2. კომისიის დაგეგმილი სხდომები გადაინომროს რიგითობის მიხედვით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ( მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; N6) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ( ი. ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
კარლო კვიტაიშვილი |
|
|
კომისიის წევრი |
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
|
კომისიის წევრი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
