საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №72 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2013
მიღების თარიღი აპრილი 19, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2013 წლის 19 აპრილის №72 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–16 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის 2013 წლის 19 აპრილის №72 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-11 საკითხის (შპს ”ოპტიკა ტივის” სანქცირების თაობაზე) განხილვა, დამატებითი მოკვლევის მიზნით, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, მ/წ 24 აპრილს, 16:00 საათზე;
2. კომისიის 2013 წლის 19 აპრილის №72 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
კარლო კვიტაიშვილი |
|
|
კომისიის წევრი |
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
|
კომისიის წევრი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
