წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 290 / 19

გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2013

მიღების თარიღი აპრილი 30, 2013

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”), აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის (№10/364-13, 29.04.2013წ.), სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის (№10/376-13, 29.04.2013წ.), მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (№10/369-13, 29.04.2013წ.), ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის (№10/373-13, 29.04.2013წ.) და რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის (№10/371-13, 29.04.2013წ.) მოხსენებითი ბარათების საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია, კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში კომისიის აპარატის ზემოაღნიშნული დეპარტამენტების მიერ წარმოდგენილი წინადადებების შესაბამისად, ცვლილებების შეტანა.

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის  შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში (დანართი №2) შევიდეს შემდეგი  ცვლილებები:

ა) № 2 დანართის მე-4 პუნქტის  4.3. და 4.4. ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“4.3. წამყვანი სპეციალისტი -  6 – 15 – 90”;

”4.4. სპეციალისტი - 6 – 10 - 60”;

ბ) № 2 დანართის მე-5 პუნქტის 5.2.  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”5.2. მთავარი სპეციალისტი - 5 – 25 - 125”;

გ) № 2 დანართის მე-7 პუნქტის  7.3. და 7.4.  ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”7.3. წამყვანი სპეციალისტი - 4 – 15 - 60”;

”7.4. სპეციალისტი - 1 – 10 - 10”;

დ) № 2 დანართის მე-8 პუნქტის  8.3. და 8.4.  ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”8.3. წამყვანი სპეციალისტი -2 – 15 – 30”;

”8.4. სპეციალისტი - 1 – 10 – 10”;

ე) № 2 დანართის მე-9 პუნქტის 9.3., 9.4. და 9.6.  ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”9.3. წამყვანი სპეციალისტი - 4 – 15 – 60”;

”9.4. სპეციალისტი - 1 – 10 – 10”;

”9.6.  რადიომონიტორინგის მართვის ცენტრის ინჟინერი - 1 – 1,174.00 – 1,174.00”;

ვ) № 2 დანართის მე-10 პუნქტის 10.2  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”10.2. წამყვანი სპეციალისტი - 1 – 15 – 15”;

ზ) საშტატო ერთეულების რაოდენობა - 114-ით”;

თ) ხელფასის განაკვეთის ჯამი განისაზღვროს - 16,921.00-ით;

ი) შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტის (შმკ) ჯამი განისაზღვროს – 835–ით;

კ) ხელფასის საერთო ჯამი განისაზღვროს - 34,648.00-ით;

ლ) შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტების საერთო ჯამი განისაზღვროს - 1760-ით.

2. კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დანართი №2 დამტკიცდეს ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად კორექტირებული ფორმით (დანართი №1);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

 კომისიის თავმჯდომარე

კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები