შპს ”სისტემა გამას“ კერძო მაუწყებლობის №B81 და №B82 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისა და №B82 ლიცენზიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2013
მიღების თარიღი მაისი 01, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/108-13, 11.03.2013წ.) მიმართა შპს ”სისტემა გამამ” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B81 და №B82 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სისტემა გამა” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B81 და №B82 ლიცენზიებს 2013 წლის 1 მაისამდე, კომისიის 2006 წლის 28 ივლისის №340/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) № B81
ა.ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ა.ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
ა.გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
რადიო მაუწყებლობა 104,3 მჰც სიხშირეზე 0.5 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;
ა.დ) დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს 24 საათი;
ბ) № B82;
ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (შემეცნებით-საგანმანათლებლო) რადიომაუწყებლობა;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
რადიომაუწყებლობა 102,9 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილ უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სისტემა გამას” მიმართ ლიცენზიების მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.
კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს ”სისტემა გამას” მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი თითოეული ლიცენზიისათვის ცალ-ცალკე (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/2256-13, 24.04.2013წ.).
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება, რომელმაც შპს ”სისტემა გამას” კერძო მაუწყებლობის:
ა) №B81 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 9,720.00 ლარი.
ბ) №B82 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 8,262.00 ლარი.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა შპს ”სისტემა გამას“ მაუწყებლობის №B82 ლიცენზიის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, კომისიის 2006 წლის 28 ივლისის №340/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ლიცენზიის სახე - საეთერო რადიომაუწყებლობა არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომელის შესაბამისად კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს, ხოლო ლიცენზიის სახეობა - სპეციალიზებული (შემეცნებით-საგანმანათლებლო) რადიომაუწყებლობა არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ8) პუნქტს და 38-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომელთა შესაბამისად, კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის, ხოლო სპეციალიზებული მაუწყებლობა არის 1 თემატიკის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა, პროგრამებით მაუწყებლობა.
კომისია აღნიშნავს, რომ წერილობით (№01/737-12, 15.04.2012წ.) მიმართა შპს ”სისტემა გამას” და მოსთხოვა სპეციალიზებული მაუწყებლობის ფარგლებში ერთი თემატიკის დაზუსტება. შპს ”სისტემა გამამ” სპეციალიზებული მაუწყებლობის №B82 ლიცენზიის თემატიკად განსაზღვრა შემეცნებითი რადიომაუწყებლობა (შპს ”სისტემა გამას” წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/2256-13, 24.04.2013).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად საჭიროა შპს „სისტემა გამას“ კუთვნილი მაუწყებლობის №B82 ლიცენზიის მოდიფიცირება, რათა ლიცენზიიის სახე და სახეობა მოყვანილ იქნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში.
კომისიის 2013 წლის 2 აპრილის №210/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”სისტემა გამას“ კერძო მაუწყებლობის №B81 და №B82 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისა და №B82 ლიცენზიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2013 წლის 1 მაისის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა შპს ”სისტემა გამას“ აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე წივწივაძე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სისტემა გამას“ მიერ 2013 წლის 26 აპრილს კომისიაში წარმოდგენილ იქნა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/2329-13, 26.04.2013), სალიცენზიო გადასახდელის გადახდის ვადების გაზრდის თაობაზე. როგორც წერილშია აღნიშნული 2012 წლის 17 ოქტომბერს კომპანიის სტუდიიდან დაუდგენელი პირების მიერ მოპარულ იქნა რადიომაუწყებლობისთვის აუცილებელი ტექნიკა, რაზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. აღნიშნული ფაქტის შემდგომ კომპანია საქმიანობას ახორციელებდა სხვადასხავა რადიოკომპანიებისგან დროებით გადმოცემული აპარატურით. მიუხედავად შენობის დაცვის გაუმჯობესებისა, 2013 წლის 23 თებერვალს ღამის საათებში კვლავ მოხდა აპარატურის მოპარვა, რაზეც, ასევე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე კომპანიას უწყვეტ რეჟიმში მაუწყებლობის განხორციელების უზრუნველსაყოფად უწევს ე.წ. ფორს-მაჟორულ სიტუაციაში მუშაობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე გამომდინარე იქიდან, რომ მოპარული აპარატურის შეძენისთვის საჭიროა დიდი ფინანსური დანახარჯები, შპს ”სისტემა გამას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე წივწივაძემ კომისიას მიმართა შუამდგომლობით, რათა გამონაკლისის სახით გაიზარდოს შპს ”სისტემა გამას“ კერძო მაუწყებლობის №B81 და №B82 ლიცენზიების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასახდელების გადახდის ვადები.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სისტემა გამას” მიერ ასევე წარმოდგენილ იქნა ცნობები (2013 წლის 26 აპრილის და 2012 წლის 18 დეკემბრის №27/14/4/5-12) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილებიდან, ზემოაღნიშნულ ქურდობის ფაქტებზე გამოძიების მიმდინარეობის თობაზე. შპს ”სისტემა გამას” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით კომისიის წევრმა ირაკლი მოსეშვილმა კომისიას მიმართა შუამდგომლობით, რათა შპს ”სისტემა გამას“ კერძო მაუწყებლობის №B81 და №B82 ლიცენზიების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასახდელების საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვადად განისაზღვროს 2 წელი. კომისიის სხდომაზე გაიმართა კენჭისყრა. კენჭისყრის შედეგად კომისიის წევრის ირაკლი მოსეშვილის შუამდგომლობას მხარი დაუჭირა კომისიის წევრმა ირაკლი მოსეშვილმა, წინააღმდეგი იყვნენ კომისიის წევრები კარლო კვიტაიშვილი, სოფიო ბრიტანჩუკი და აკაკი სიხარულიძე; შესაბამისად, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა შპს ”სისტემა გამას“ კერძო მაუწყებლობის №B81 და №B82 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისა და №B82 ლიცენზიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს ”სისტემა გამას“ მაუწყებლობის №B81 და №B82 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისა და №B82 ლიცენზიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომაზევე. შპს ”სისტემა გამას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე წივწივაძემ დაადასტურა კერძო მაუწყებლობის №B81 და №B82 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის სალიცენზიო გადასახდელების საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში კომისიის მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, ერთი წლის ვადაში გადახდაზე მზადყოფნა. მან ასევე დააზუსტა, რომ მაუწყებლობის ხანგრძლივობა №B82 ლიცენზიისთვის დღე-ღამის განმავლობაში იქნება 24 საათი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის, 39-ე მუხლის და 45-ე მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ”სისტემა გამას“ კერძო მაუწყებლობის №B81 ლიცენზიას 2013 წლის 1 მაისიდან 2023 წლის 1 მაისამდე და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
გ.ა) რადიო მაუწყებლობა 104,3 მჰც სიხშირეზე 0.5 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;
2. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის ხანგრძლივობად განისაზღვროს 24 საათი.
3. შპს ”სისტემა გამა” ვალდებულია:
ა) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
ბ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
გ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;
ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
ზ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;
თ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
ი) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.
კ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:
ლ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;
მ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
ნ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ო) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;
პ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.
4. შპს ”სისტემა გამას” კერძო მაუწყებლობის №B81 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს – 9,720.00 (ცხრა ათას შვიდასოცი და 00) ლარს.
5. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის ––9,720.00 (ცხრა ათას შვიდასოცი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი -300773062;
810.00 ლარი – 2013 წლის 1 ივნისამდე;
810.00 ლარი – 2013 წლის 1 ივლისამდე;
810.00 ლარი – 2013 წლის 1 აგვისტომდე;
810.00 ლარი – 2013 წლის 1 სექტემბრამდე;
810.00 ლარი – 2013 წლის 1 ოქტომბრამდე;
810.00 ლარი – 2013 წლის 1 ნოემბრამდე;
810.00 ლარი – 2013 წლის 1 დეკემბრამდე;
810.00 ლარი – 2014 წლის 1 იანვრამდე;
810.00 ლარი – 2014 წლის 1 თებერვლამდე;
810.00 ლარი – 2014 წლის 1 მარტამდე;
810.00 ლარი – 2014 წლის 1 აპრილამდე;
810.00 ლარი – 2014 წლის 1 მაისამდე;
6. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ”სისტემა გამას“ მაუწყებლობის №B82 ლიცენზიას 2013 წლის 1 მაისიდან 2023 წლის 1 მაისამდე, მოდიფიცირდეს და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (შემეცნებითი) რადიომაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
გ.ა) რადიომაუწყებლობა 102,9 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;
7. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის ხანგრძლივობად განისაზღვროს 24 საათი.
8. შპს ”სისტემა გამა” ვალდებულია:
ა) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
ბ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
გ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;
ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
ზ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;
თ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
ი) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.
კ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:
ლ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;
მ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
ნ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ო) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;
პ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.
9. შპს ”სისტემა გამას” კერძო მაუწყებლობის №B82 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს – 8,262.00 (რვა ათას ორასსამოცდაორი და 00) ლარს.
10. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის ––8,262.00 (რვა ათას ორასსამოცდაორი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი -300773062;
688.50 ლარი – 2013 წლის 1 ივნისამდე;
688.50 ლარი – 2013 წლის 1 ივლისამდე;
688.50 ლარი – 2013 წლის 1 აგვისტომდე;
688.50 ლარი – 2013 წლის 1 სექტემბრამდე;
688.50 ლარი – 2013 წლის 1 ოქტომბრამდე;
688.50 ლარი – 2013 წლის 1 ნოემბრამდე;
688.50 ლარი – 2013 წლის 1 დეკემბრამდე;
688.50 ლარი – 2014 წლის 1 იანვრამდე;
688.50 ლარი – 2014 წლის 1 თებერვლამდე;
688.50 ლარი – 2014 წლის 1 მარტამდე;
688.50 ლარი – 2014 წლის 1 აპრილამდე;
688.50 ლარი – 2014 წლის 1 მაისამდე;
11. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
გ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
დ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”სისტემა გამასთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე).
12. გადაწყვეტილების პირველი და მე-6 პუნქტები ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
13. გადაწყვეტილება (პირველი და მე-6 პუნქტების გარდა) ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს ”სისტემა გამასთვის” ჩაბარებისთანავე;
14. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
15. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
16. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).
17. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 და მე–10 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).
18. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე–2, მე-3, მე–5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-10 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
