წვდომის მენიუ

შპს ”რადიო საქართველოს“ მაუწყებლობის №B64 და №B65 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე

ნომერი: 292 / 6

გამოქვეყნების თარიღი მაისი 27, 2013

მიღების თარიღი მაისი 01, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/122-13, 15.03.2013წ.) მიმართა შპს ”რადიო საქართველომ” კუთვნილი მაუწყებლობის №B64 და  №B65 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”რადიო საქართველო” ფლობს მაუწყებლობის №B64 და №B65  ლიცენზიებს  2013 წლის 1 მაისამდე, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

  ა) № B64

ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა:  საერთო რადიომაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

- რადიომაუწყებლობა 106.9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ქუთაისი;

- რადიომაუწყებლობა 106.9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ბათუმი;

- რადიომაუწყებლობა 106.9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ხაშური;

- რადიომაუწყებლობა 106.9 მგჰც სიხშირეზე 500 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ახალციხე;

- რადიომაუწყებლობა 106.9 მგჰც სიხშირეზე 500 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. თელავი;

ბ) № B65;

ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა:  სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

რადიომაუწყებლობა 103.4 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ქუთაისი;

რადიომაუწყებლობა 103.4 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ხაშური;

რადიომაუწყებლობა 103.4 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ბათუმი;

რადიომაუწყებლობა 103.4 მგჰც სიხშირეზე 500 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ახალციხე;

რადიომაუწყებლობა 103.4 მგჰც სიხშირეზე 500 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თელავი;

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილ უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

კომისია  აღნიშნავს, რომ  შპს ”რადიო საქართველოს”  მიმართ ლიცენზიების მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა შპს ”რადიო საქართველოს“ მაუწყებლობის №B64 და №B65 ლიცენზიების მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა კერძოდ, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ლიცენზიების სახე - საეთერო რადიომაუწყებლობა  არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისად კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2013 წლის 2 აპრილის №209/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”რადიო საქართველოს“ მაუწყებლობის №B64 და №B65 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს ”რადიო საქართველოს” მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი თითოეული ლიცენზიისათვის ცალ-ცალკე (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/2153-13, 19.04.2013წ.).

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება, რომელმაც შპს ”რადიო საქართველოს”  მაუწყებლობის:

ა) №B64 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 33,817.50 ლარი.

ბ) №B65 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 33,817.50 ლარი.

საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2013 წლის 1 მაისის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა შპს ”რადიო საქართველოს“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ირაკლი ჩხიკვაძე, რომელმაც დაადასტურა მაუწყებლობის №B64 და №B65 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურების საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში კომისიის მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, ერთი წლის ვადაში გადახდაზე მზადყოფნა ასევე დააზუსტა რომ მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში იქნება 12 საათი.

 კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა შპს ”რადიო საქართველოს“ მაუწყებლობის №B64 და №B65 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიიჩნია შპს ”რადიო საქართველოს“ მაუწყებლობის №B64 და №B65 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38-ე მუხლის მე–4 პუნქტის, 39-ე მუხლისა და 45-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ”რადიო საქართველოს“ მაუწყებლობის №B64 ლიცენზიას 2013 წლის 1 მაისიდან 2023 წლის 1 მაისამდე, მოდიფიცირდეს აღნიშნული ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

გ.ა) რადიომაუწყებლობა 106.9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ქუთაისი;

გ.ბ) რადიომაუწყებლობა 106.9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ბათუმი;

გ.გ) რადიომაუწყებლობა 106.9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ხაშური;

გ.დ) რადიომაუწყებლობა 106.9 მგჰც სიხშირეზე 500 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ახალციხე;

გ.ე) რადიომაუწყებლობა 106.9 მგჰც სიხშირეზე 500 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. თელავი;

2. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს 12 საათი.

3. შპს ”რადიო საქართველო” ვალდებულია:

ა) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

ბ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

გ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ზ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

თ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ი) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

კ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

ლ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

მ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

ნ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ო) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;

პ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.

4. შპს ”რადიო საქართველოს” კერძო მაუწყებლობის №B64 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს – 33,817.50 (ოცდაცამეტი ათას რვაასჩვიდმეტი და 50) ლარს.

5. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის –– 33,817.50 (ოცდაცამეტი ათას რვაასჩვიდმეტი და 50) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი -300773062;

2,819.00 ლარი – 2013 წლის 1 ივნისამდე;

2,819.00 ლარი – 2013 წლის 1 ივლისამდე;

2,819.00 ლარი – 2013 წლის 1 აგვისტომდე;

2,819.00 ლარი – 2013 წლის 1 სექტემბრამდე;

2,819.00 ლარი – 2013 წლის 1 ოქტომბრამდე;

2,819.00 ლარი – 2013 წლის 1 ნოემბრამდე;

2,819.00 ლარი – 2013 წლის 1 დეკემბრამდე;

2,819.00 ლარი – 2014 წლის 1 იანვრამდე;

2,819.00 ლარი – 2014 წლის 1 თებერვლამდე;

2,819.00 ლარი – 2014 წლის 1 მარტამდე;

2,819.00 ლარი – 2014 წლის 1 აპრილამდე;

2,808.50 ლარი – 2014 წლის 1 მაისამდე;

6. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ”რადიო საქართველოს“ მაუწყებლობის №B65 ლიცენზიას 2013 წლის 1 მაისიდან 2023 წლის 1 მაისამდე, მოდიფიცირდეს აღნიშნული ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა:  სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

გ.ა) რადიომაუწყებლობა 103.4 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ქუთაისი;

გ.ბ) რადიომაუწყებლობა 103.4 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ხაშური;

გ.გ) რადიომაუწყებლობა 103.4 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ბათუმი;

გ.დ) რადიომაუწყებლობა 103.4 მგჰც სიხშირეზე 500 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ახალციხე;

გ.ე) რადიომაუწყებლობა 103.4 მგჰც სიხშირეზე 500 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თელავი;

7. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს 12 საათი.

8. შპს ”რადიო საქართველო” ვალდებულია:

ა) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

ბ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

გ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ზ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

თ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ი) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

კ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

ლ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

მ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

ნ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ო) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;

პ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.

9. შპს ”რადიო საქართველოს” კერძო მაუწყებლობის №B65 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს – 33,817.50 (ოცდაცამეტი ათას რვაასჩვიდმეტი და 50) ლარს.

10. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის –– 33,817.50 (ოცდაცამეტი ათას რვაასჩვიდმეტი და 50) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი -300773062;

2,819.00 ლარი – 2013 წლის 1 ივნისამდე;

2,819.00 ლარი – 2013 წლის 1 ივლისამდე;

2,819.00 ლარი – 2013 წლის 1 აგვისტომდე;

2,819.00 ლარი – 2013 წლის 1 სექტემბრამდე;

2,819.00 ლარი – 2013 წლის 1 ოქტომბრამდე;

2,819.00 ლარი – 2013 წლის 1 ნოემბრამდე;

2,819.00 ლარი – 2013 წლის 1 დეკემბრამდე;

2,819.00 ლარი – 2014 წლის 1 იანვრამდე;

2,819.00 ლარი – 2014 წლის 1 თებერვლამდე;

2,819.00 ლარი – 2014 წლის 1 მარტამდე;

2,819.00 ლარი – 2014 წლის 1 აპრილამდე;

2,808.50 ლარი – 2014 წლის 1 მაისამდე;

11. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

გ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

დ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”რადიო საქართველოსთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე).

12. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მისი დამოწმებული ასლის შპს ”რადიო საქართველოსთვის” ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

15. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-7 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).

16. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 და მე–10 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).

17. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე–2, მე–5, მე-6, მე-7 და მე-10 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                   კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                  ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                  ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                  ა. სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები