წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 294 / 8

გამოქვეყნების თარიღი მაისი 13, 2013

მიღების თარიღი მაისი 02, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2013 წლის 2 აპრილის №211/8  გადაწყვეტილებით, შპს „TV3“-ის განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №7/83-13, 25.02.2013წ.), საფუძველზე გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 3620 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: ქ. თბილისის ტერიტორიიდან – მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; დანიშნულება: მობილური ჩართვებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე - 5 ვატი;

ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 2,966.4 (ორი ათას ცხრაას სამოცდაექვსი ლარი და 40) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2013 წლის 17 აპრილი, 17:00 საათამდე, ხოლო აუქციონის  ჩატარების თარიღად -  2013 წლის 2 მაისი, 13:00 საათი; აუქციონის ბიჯმა შეადგინა - 148.00 (ას ორმოცდარვა) ლარი.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში  განაცხადი წარმოადგინა მხოლოდ შპს „TV3“-მა,  რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.

აუქციონი გაიმართა კომისიის 2013 წლის 2 მაისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „TV3“-ის   უფლებამოსილი წარმომადგენელი გიორგი აღდგომელაძე.

“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად,  რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს „TV3“-ის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გიორგი აღდგომელაძემ რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 2,966.4 (ორი ათას ცხრაას სამოცდაექვსი და 40)  ლარის და აუქციონის ერთი ბიჯის 148.00 (ას ორმოცდარვა) ლარის საერთო ოდენობის -  3,114.4 (სამი ათას ას თოთხმეტი და 40) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

                “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „TV3“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2013 წლის 2 აპრილის №211/8  გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 3,114.4 (სამი ათას ას თოთხმეტი და 40) ლარი;

2. უზრუნველყოს შპს „TV3“-მა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 934,32 (ცხრაას ოცდათოთხმეტი და 32) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 296.64 (ორას ოთხმოცდათექვსმეტი და 64) ლარი ანუ 637.68 (ექვსას ოცდაჩვიდმეტი და 68) ლარის გადახდა 2013 წლის 2 ივნისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ს – 2,180.08 (ორი ათას ასოთხმოცი და 08) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;    

4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.  კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებელს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ. ჯავახიძე) აუქციონის მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

8.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი  მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

9. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის შპს „TV3“ –სთვის ჩაბარებისთანავე;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე)

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                              კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები