წვდომის მენიუ

შპს “ჯითიესის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “რადექსის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 320 / 11

გამოქვეყნების თარიღი მაისი 27, 2013

მიღების თარიღი მაისი 10, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2013 წლის 3 აპრილს №6/1763-13 წერილით მიმართა  შპს “ჯითიესმა“, შპს “ჯითიესის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის - რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F22 ლიცენზიის, შპს “რადექსის“ მიერ შეძენაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ჯითიესი“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F22 ლიცენზიას. შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი:

ა.ა) ქ. თბილისი – 410.300 მჰც და 420.300 მჰც; თითოეული ზოლის სიგანე 25 კჰც (0.025 მჰც); გადამცემების რაოდენობა – 1 გადამცემი; გადამცემის გასხივების სიმძლავრე – 15 ვატი;

ა.ბ) ქ. ზუგდიდი, – 411.300 მჰც; ზოლის სიგანე 25 კჰც (0.025 მჰც); გადამცემების რაოდენობა – 1 გადამცემი; გადამცემის გასხივების სიმძლავრე – 15 ვატი;

ა.გ) დაბა სტეფანწმინდა – 411.300 მჰც; ზოლის სიგანე 25 კჰც (0.025 მჰც); გადამცემების რაოდენობა – 1 გადამცემი; გადამცემის გასხივების სიმძლავრე – 15 ვატი;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 29 ივლისამდე;

შპს “ჯითიესს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

            A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 
 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

A.F.3.

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 
     

არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 
 

B.M.2.

მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული  მომსახურებით უზრუნველყოფა

   

სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება

               

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “რადექსი“ არ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, კომისიაში შპს “ჯითიესის“ მიერ წარმოდგენილი იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

- შპს “ჯითიესის“ 2013 წლის 3 აპრილის №6/1763-13 წერილი,  კუთვნილი საოპერაციო აქტივის - რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F22 ლიცენზიის, შპს “რადექსის“ მიერ შეძენაზე, კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით.

- ინფორმაცია შპს “ჯითიესის“ საფირმო სახელწოდების, საქმიანობის სახისა და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;

- ინფორმაცია შპს “ჯითიესის“ პარტნიორების შესახებ;

- ინფორმაცია შპს “რადექსის“ პარტნიორების შესახებ;

- ინფორმაცია შპს “ჯითიესის“ მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ, საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეულ მომსახურებაზე, 2012 წლის და 2013 წლის 1 აპრილის მდგომარეობით;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ჯითიესის“ საქმიანობის სახეს წარმოადგენს რადიოსიხშირული საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “ჯითიესის“ დამფუძნებლები არიან: შპს “ჯორჯიან ენერჯი კომუნიკეიშენზ“ (წილის 24%-ის მფლობელი); შპს “გამა სისტემს“ (წილის 26%-ის მფლობელი) და შპს “აი ტი პი ჰოლანდი“ (წილის 50%-ის მფლობელი).

წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “რადექსის“ წილის 100%-ის მფლობელია ანზორ კაკიაშვილი. შპს “რადექსის“ დამფუძნებელი არ ფლობს სხვა ავტორიზებული პირის წილს.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის №10/298-13 15.04.2013 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის უწყებრივ რეესტრში შპს “რადექსი“ საერთოდ არ ფიქსირდება, რაც შეეხება ანზორ კაკიაშვილს, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით იგი არის შპს “ჯითიესის“ დირექტორი.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის №10/301-13 16.04.2013 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული მონაცემებით, 2012 წელს შპს “ჯითიესის“ შემოსავლებმა საკომუნიკაციო მომსახურების სხვა სახეებიდან შეადგინა  45443 ლარი, ხოლო 2013 წლის იანვარ - თებერვალში 7910 ლარი.

  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ჯითიესის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის - რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F22 ლიცენზიის შპს “რადექსის“ მიერ შეძენის შემდეგ,  ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი  დარჩება. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “ჯითიესის“ კუთვნილი №F22 ლიცენზიის შპს “რადექსის“ მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს “ჯითიესს“, შპს “ჯითიესის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის - რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F22 ლიცენზიის, შპს “რადექსის“ მიერ შეძენაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). 

         კომისიის  თავმჯდომარე                                                  კარლო კვიტაიშვილი 

         კომისიის წევრი                                                                   სოფიო ბრიტანჩუკი

         კომისიის წევრი                                                                   ირაკლი მოსეშვილი

         კომისიის წევრი                                                                   აკაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები