შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 აპრილის N189/9, 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 05, 2013
მიღების თარიღი მაისი 13, 2013
შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 აპრილის N189/9, 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ არათანაბარ, არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენებასთან დაკავშირებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელმა” (25.04.2013 N6/2286-13), შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიის 2008 წლის 4 აპრილის N189/9, 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო, შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ არათანაბარ, არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენებასთან დაკავშირებით შპს „მაგთიკომთან“ დავის განხილვისა და შპს „მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომი“ წარმოადგენს სატელეფონო მომსახურების მიწოდების ბაზარზე ავტორიზებულ პირს. შპს „მაგთიკომი“ კომისიის 2008 წლის 4 აპრილის N189/9 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის შესაბამისად ცნობილ იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე და ამავე გადაწყვეტილების მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომპანიას დაეკისრა დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით:
ა) კონკრეტულ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, ფიქსირებული ან მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა უზრუნველყოს საკუთარი ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მომსახურების მსურველი (აქცეპტანტი) ავტორიზებული პირისათვის მიწოდება იმგვარი არადისკრიმინაციული და ერთგვაროვანი პირობებით (მათ შორის ტარიფებით, ხარისხით, მიწოდების ვადებით), რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის, აფილირებული ან/და სხვა ურთიერთჩართული ავტორიზებული პირებისათვის;
ბ) კონკრეტულ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, ფიქსირებული ან მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა უზრუნველყოს საკუთარი ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მომსახურების პირობების (მათ შორის ტექნიკური ხასიათის) თაობაზე ინფორმაციის ყველა მსურველი ავტორიზებული პირისათვის შეუზღუდავად, გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად მიწოდება.
შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ გაანცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომისთვის“ კომისიის 2008 წლის 4 აპრილის N189/9 გადაწყვეტილებით დაკისრებული დისკრიმინაციის აკრძლვის ვალდებულება ძალაში დარჩა კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებებით.
შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომი“ არღვევს კომისიის 2008 წლის N189/9 დაგაწყვეტილების მე-9 პუნქტით მასზე დაკისრებულ ვალდებულებას იმით, რომ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ სთავაზობს საკუთარ მობილურ, ფიქსირებულ სადენიან და ფიქსირებულ უსადენო ქსელებზე ზარის დასრულების ბევრად მაღალ ტარიფს, ვიდრე ამას სთავაზობს საკუთარ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, შესაბამისად, შპს „მაგთიკომი“ უკანონოდ იღებს მნიშვნელოვან უპირატესობას სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზარზე, რაც როგორც შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ მიაჩნია, არათანაბარ პირობებში აყენებს კომპანიას და უქმნის არაკონკურენტულ გარემოს.
მოთხოვნები:
1. დაევალოს შპს „მაგთიკომს“ განუხრელად დაიცვას კომისიის 2008 წლის 4 აპრილის N189/9, 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულებები და შესთავაზოს შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ ურთიერთჩართვის (ზარის დასრულების) ისეთი ტარიფი, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია ვიდრე საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის შეთავაზებული ტარიფი;
2. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მაგთიკომის“ სანქცირების მიზნით, ამ უკანასკნელის მიერ კომისიის 2009 წლის N189/9 გადაწყვეტილების მე-9 პუნქტით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
კომისია აღნიშნავს, რომ:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისათვის სათანადო განცხადების წარდგენით.
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2013 წლის 13 მაისს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებით ეცნობათ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ (30.04.2013 N03/864-13) და შპს „მაგთიკომს“ (30.04.2013 N03/863-13); შპს „მაგთიკომს“ ასევე ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი ახსნა-განმარტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2013 წლის 13 მაისამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2013 წლის 13 მაისს. სხდომას ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი დავით ძიძიგური და შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ წარმომადგენელი დავით თუთბერიძე.
კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მიერ შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მოთხოვნებთან დაკავშირებით გაკეთებულ იქნა განმარტება, კერძოდ, შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ ედავება შპს „მაგთიკომს“ კომისიის 2008 წლის 4 აპრილის N189/9, 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებების დარღვევას და აღნიშნულის გამო შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ არათანაბარ, არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენებას. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის განმარტებით კომისიის 2008 წლის 4 აპრილის N189/9 გადაწყვეტილებით შპს „მაგთიკომზე“ დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული 2010 წლის 1 აგვისტოდან, კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილებით. შესაბამისად, შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ მიეცა წინადადება დაეზუსტებინა მოთხოვნა, კერძოდ, კომისიის რომელი გადაწყვეტილებების დარღვევას ედავებოდა კომპანია შპს „მაგთიკომს“, ამავე დროს, კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მე-2 მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტა, რომ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებულ და ავტორიზებულ პირთა მიმართ სანქცირებასთან (გაფრთხილება ან/და ჯარიმა) დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღება არა საჯარო, არამედ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, შესაბამისად, შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორს მოსამზადებელ სხდომაზე ასევე მიეცა განმარტება რათა დაეზუსტებინა განცხადებაში აღნიშნულ მე-2 მოთხოვნასთან დაკავშირებული პოზიცია.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორმა, ბატონმა დავით თუთბერიძემ დააზუსტა მოთხოვნები და აღნიშნა, რომ შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ შპს „მაგთიკომს“ ედავება კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ არათანაბარ, არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენებას, ასევე შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ ითხოვს შპს „მაგთიკომის“ სანქცირებას, ამ უკანასკნელის მიერ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ხოლო რაც შეეხება სანქცირებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას, დავით თუთბერიძემ აღნიშნა, რომ სანქცირება უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული წარმოების იმ სახის გამოყენებით, რაც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით.
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 13 მაისს კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს „მაგთიკომის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N6/2485-13), სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია არ ეთანხმება შპს „კავკასიის ცირფული ქსელის“ განცხადებაში აღნიშნულ პოზიციას, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ დარღვეულია კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებებით დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები; კომპანიას მიაჩნია, რომ განცხადებაში შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ არ აქვს მითითებული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რაზედაც შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ ამყარებს თავის პოზიციას და რის საფუძველზედაც კომპანია ედავება შპს „მაგთიკომს“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ არათანაბარ და არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენებას. შესაბამისად, შპს „მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ საჩივარში აღნიშნული მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს სამართლებრივი საფუძვლის არ არსებობის გამო.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი დავა კომისიის რეგულირების სფეროს განეკუთვნება ვინაიდან:
ა) შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ და შპს „მაგთიკომი“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს;
ბ) შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის არსებობს დავა შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ არათანაბარ, არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენებასთან დაკავშირებით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მხარეები უფლებამოსილნი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ საქმის მორიგებით დამტკიცება. აღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის მიერ მოსამზადებელ სხდომაზე მხარეებს მიეცათ წინადადება, რომ შეთანხმდნენ სადავო საკითხებთან დაკავშირებით და დავა მორიგებით დაასრულონ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ უნდა დაინიშნოს შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის დავის განხილვა შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ არათანაბარ, არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენებასთან დაკავშირებით, ხოლო დავის განხივლის დღე უნდა დაინიშნოს მხარეებს შორის მორიგებისთვის გონივრული პერიოდის აღებით, რათა მხარეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა სადავო საკითხთან დაკავშირებით მორიგების პირობების შესათანხმებლად; ამავე დროს, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს უნდა დაევალოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით დასკვნის წარმოდგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის დავის განხილვა შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ არათანაბარ, არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენებასთან დაკავშირებით დაინიშნოს 2013 წლის 4 ივნისს 16 საათზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კომისიისთვის დასკვნის წარმოდგენა 2013 წლის 4 ივნისამდე.
3. დავის განხილვის დღის შესახებ შპს „კავკასიის ციფრული ქსელების“ და შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლები გაფრთხილდნენ კომისიის 2013 წლის 13 მაისის სხდომაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
