შპს ”TV 3”-სთვის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 23, 2013
მიღების თარიღი მაისი 15, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 2 მაისის №294/8 გადაწყვეტილების შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2013 წლის 2 აპრილის №211/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”TV 3”.
ამავე გადაწყვეტილებით, შპს ”TV 3”-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 3,114.4 (სამი ათას ას თოთხმეტი და 40) ლარის 30%-ს - 934,32 (ცხრაას ოცდათოთხმეტი და 32) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 296.64 (ორას ოთხმოცდათექვსმეტი და 64) ლარი ანუ 637.68 (ექვსას ოცდაჩვიდმეტი და 68) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 2013 წლის 2 ივნისამდე გადახდის ვალდებულება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”TV 3”-ის მიერ 2013 წლის 7 მაისს კომისიაში წარმოდგენილ იქნა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 637.68 (ექვსას ოცდაჩვიდმეტი და 68) ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/2447-13).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით სამი ერთის წინააღმდეგ (კომისიის წევრმა აკაკი სიხარულიძემ მხარი არ დაუჭირა აღნიშნულ გადაწყვეტილებას)
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”TV 3”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F93 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 3620 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: ქ. თბილისის ტერიტორიიდან – მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; დანიშნულება: მობილური ჩართვებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე - 5 ვატი;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 15 მაისამდე;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
გ.ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა;
გ.ბ) რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 2,180.08 (ორი ათას ასოთხმოცი და 08) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ა/ა - N200122900;
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;
ბანკის კოდი -TRESGE22;
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;
182.00 ლარი - 2013 წლის 15 ივნისამდე;
182.00 ლარი - 2013 წლის 15 ივლისამდე;
182.00 ლარი - 2013 წლის 15 აგვისტომდე;
182.00 ლარი - 2013 წლის 15 სექტემბრამდე;
182.00 ლარი - 2013 წლის 15 ოქტომბრამდე;
182.00 ლარი - 2013 წლის 15 ნოემბრამდე;
182.00 ლარი - 2013 წლის 15 დეკემბრამდე;
182.00 ლარი - 2014 წლის 15 იანვრამდე;
182.00 ლარი - 2014 წლის 15 თებერვლამდე;
182.00 ლარი - 2014 წლის 15 მარტამდე;
182.00 ლარი - 2014 წლის 15 აპრილამდე;
178.08 ლარი - 2014 წლის 15 მაისამდე.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
დ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”TV 3”-სთვის გაგზავნის უზრუნველყოფა (ნ. ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ”TV 3”-სთვის ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველ პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე), ხოლო კონტროლი მე-2 პუნქტის შესრულებაზე - კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა), გ) ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
