წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №84 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 334 / 17

გამოქვეყნების თარიღი მაისი 22, 2013

მიღების თარიღი მაისი 17, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2013 წლის 17 მაისის №84 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–16 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს კომისიის 2013 წლის 17 მაისის №84 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-7 საკითხის (შპს ”ტელეიმედისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ) განხილვა, დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით, კომისიის წევრ ირაკლი მოსეშვილის შუამდგომლობის საფუძველზე, 2013 წლის 24 მაისს, 16:00 საათზე;

2. კომისიის 2013 წლის 17 მაისის №84 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები