წვდომის მენიუ

შპს “ქვანტუმ გრუფის“ 100% წილის სოფიო ამირანაშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 342 / 11

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 04, 2013

მიღების თარიღი მაისი 20, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2013 წლის 15 აპრილს №150413-1 წერილით მიმართა შპს “ქვანტუმ გრუფმა“, შპს “ქვანტუმ გრუფის“ წილის 100%-ის მფლობელის, მარინა ჭელიძისგან (პ/ნ 01017005458), შპს “ქვანტუმ გრუფის“ წილის 100%-ის სოფიო ამირანაშვილის (პ/ნ 01017007311) მიერ შეძენაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

   “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ქვანტუმ გრუფს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 
 

არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 
 

A.F.4

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

   

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

   

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

         

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, კომისიაში შპს “ქვანტუმ გრუფის“ მიერ წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

- შპს “ქვანტუმ გრუფის“ წერილი №150413-1 15.04.2013  შპს “ქვანტუმ გრუფის“ 100% წილის მფლობელის მარინა ჭელიძისგან (პ/ნ 01017005458), შპს “ქვანტუმ გრუფის“ წილის 100%-ის სოფიო ამირანაშვილის (პ/ნ 01017007311) მიერ შეძენაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით;

- საფირმო სახელწოდება და სარეგისტრაციო მონაცემები;

- შპს “ქვანტუმ გრუფის“ შემოსავლების შესახებ;

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2013 წლის 19 აპრილის  №10/319-13 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს “ქვანტუმ გრუფი“ არის შპს “ალტერნეტის“ 100%-იანი წილის მფლობელი, აგრეთვე შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ 100%-იანი წილის მფლობელი. რაც შეეხება სოფიო ამირანაშვილის, მისი აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

შპს “ალტერნეტს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

     

WiFi

 
           

შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.1

ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

 

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომი“ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის საფუძველზე მართლზომიერად ფლობს ნუმერაციის რესურსს - 24251XX-2426XXX (1900 სააბონენტო ნომერი) ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად, ქალაქ თბილისში.

შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომი“  ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N6  ნებართვას შემდეგი სანებართვო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: 900 000 1XX (სულ ასი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით (დამატებითი ღირებულების) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით.

შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომი“  ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N 40  ნებართვას შემდეგი სანებართვო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: 900 000 2XX (სულ ასი სააბონენტო ნომერი), ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისთვის, ინტელექტუალური ქსელებით (დამატებული ღირებულების) მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მონაცემების, ასევე კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2013 წლის 8 მაისის  №10/418-13 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე დგინდება, რომ შპს “ქვანტუმ გრუფის“ საქმიანობის ძირითადი სახეა ოპტიკურ-ბოჭკოვანი და მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებისა და სისტემების იჯარა. შპს “ქვანტუმ გრუფის“ შემოსავლებმა მაგისტრალური საკომუნიკაციო არხების იჯარიდან 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის აპრილამდე პერიოდში შეადგინა 317765 ლარი, შესაბამისად საკომუნიკაციო ბაზარზე ანალოგიური მომსახურების მთლიან შემოსავლებში  შპს “ქვანტუმ გრუფის“ შემოსავლების ხვედრითმა წილმა შეადგინა 0.93%.  შპს “ქვანტუმ გრუფის“ შემოსავლებმა ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო სისტემების სახაზო საშუალებების იჯარიდან 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის აპრილამდე პერიოდში შეადგინა 31271 ლარი, შესაბამისად საკომუნიკაციო ბაზარზე ანალოგიური მომსახურების მთლიან შემოსავლებში  შპს “ქვანტუმ გრუფის“  შემოსავლების ხვედრითმა წილმა შეადგინა 1,97%.

                ასევე კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2013 წლის 8 მაისის  №10/418-13 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე დგინდება, რომ შპს “ალტერნეტის“ საქმიანობის ძირითადი სახეა აბონენტთა ინტერნეტ მომსახურება, რასაც ახორციელებს ძირითადად WIFI ტექნოლოგიით.

შპს „ალტერნეტის“ მიერ WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით აბონენტების რაოდენობამ 2013 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 343  აბონენტი, ხოლო 2012 წლის  იანვრიდან 2013 წლის აპრილამდე პერიოდში მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 358,145 ლარი;

ინტერნეტის საცალო მომხმარებლების საერთო რაოდენობაში (Fiber-Optic, DSL, WiFi, WiMax, Dial-Up, Ethernet, Leased Line ტექნოლოგიების გამოყენებით)  შპს „ალტერნეტის“ აბონენტთა   ხვედრითი წილი  ქალაქების და რეგიონების ჭრილში 2013 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შემდეგია:

ქ. თბილისი - 0,12%;

ქ. რუსთავი  - 0,02%;

მცხეთა-მთიანეთის მხარე - 0,83%;

შიდა ქართლის მხარე  - 0,01%.

                ინტერნეტის საცალო მომსახურებიდან მიღებულ საერთო შემოსავლებში (Fiber-Optic, DSL, WiFi, WiMax, Dial-Up, Ethernet, Leased Line ტექნოლოგიების გამოყენებით)  2012 წლის  იანვრიდან 2013 წლის აპრილამდე პერიოდში შპს „ალტერნეტის“ შემოსავლების   ხვედრითი წილი  ქალაქების და რეგიონების ჭრილში შემდეგია:              

ქ. თბილისი - 0,29%;

ქ. რუსთავი  - 0,49%;

მცხეთა-მთიანეთის მხარე - 5,5%;

შიდა ქართლის მხარე  - 0,51%.

                კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2013 წლის 8 მაისის  №10/418-13 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე დგინდება, რომ შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“  კომუტირებადი სადენიანი სატელეფონო აბონენტთა რაოდენობა 2013 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ქალაქ თბილისში შეადგენდა 13 აბონენტს. შესაბამისად აბონენტთა ხვედრითმა წილმა თბილისის ფიქსირებული ქსელის აბონენტთა მთლიან ოდენობაში შეადგენდა 0,003%-ს. სატელეფონო ხმოვანი საცალო მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2013 წლის იანვრიდან მარტის თვის ჩათვლით შეადგინა 1150 ლარი (ქალაქ თბილისში ანალოგიური მომსახურებიდან მიღებული მთელი შემოსავლების 0,01%).

                შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“  საქმიანობის ძირითადი სახეა საერთაშორისო ტრაფიკის ტრანზიტული მომსახურება. აღნიშნული მომსახურებით მიღებულმა შემოსავლებმა 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის მარტის თვის ჩათვლით შეადგინა 1,264,949 ლარი. შესაბამისად, აღნიშნული მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“  შემოსავლების ხვედრითი წილი შეადგენს 3,9%-ს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს “ქვანტუმ გრუფის“ წილის 100%-ის სოფიო ამირანაშვილის მიერ შეძენის შემდეგ, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი  დარჩება. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “ქვანტუმ გრუფის“ წილის 100%-ის სოფიო ამირანაშვილის მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს “ქვანტუმ გრუფს“, შპს “ქვანტუმ გრუფის“  წილის 100% - ის სოფიო ამირანაშვილის მიერ შეძენაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). 

         კომისიის  წევრი                                                                  კარლო კვიტაიშვილი 

         კომისიის წევრი                                                                   სოფიო ბრიტანჩუკი

         კომისიის წევრი                                                                   ირაკლი მოსეშვილი

         კომისიის წევრი                                                                   აკაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები