წვდომის მენიუ

შპს “ TV3“-ის წილის 51%–ის ფიზიკურ პირ დავით მჟავიას, 30%–ის ლაშა ჩხენკელის და 9%–ის კახა ბაინდურაშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 343 / 11

გამოქვეყნების თარიღი მაისი 27, 2013

მიღების თარიღი მაისი 20, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2013 წლის 13 მაისს წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/2506-13)  მიმართა შპს “TV3-ის“ დირექტორმა ლალი ეგაძემ, შპს “TV3-ის“ წილის 90%-ის, კერძოდ,   წილის 51%–ის ფიზიკურ პირ  დავით მჟავიაზე, წილის 30%–ის ლაშა ჩხენკელზე და წილის 9%–ის კახა ბაინდურაშვილზე გასხვისებისათვის კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

   “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს “TV3-ს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე: 

A.F.5.

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა

 
 

რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

 
     
         

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “TV3-ს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს მაუწყებლობის შემდეგ სახეზე:

   B.1. ტელერადიომაუწყებლობა

            საერთო ტელემაუწყებლობა

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “TV3“ ფლობს შემდეგ ლიცენზიებს:

კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზია, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2015 წლის 21 იანვრამდე;

დ) მაუწყებლობის გავრცელელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:

დ.ა) ტელემაუწყებლობა საკაბელო ქსელის გამოყენებით ქ. ფოთში;

დ.ბ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F75 ლიცენზია, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი:

ა.ა) 4014   მჰც ± 14 მჰც (მონაკვეთზე:ქ.თბილისი გორგასლის მე-3 შესახვევი N15 - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა);

ა.ბ) 1056 მჰც ± 14მჰც (მონაკვეთზე: მთაწმინდის ანძა  - შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სათაო სადგური - ტაბახმელა);

ბ) სიმძლავრე - 5 ვატი;

გ) სადგურების რაოდენობა - 2 სადგური;

დ) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F81ლიცენზია, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი:

ა.ა) 10422 მჰც ± 14 მჰც; (მიმართულება: მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან - სტუდიამდე (გორგასლის მე-3 შესახვევი №15); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადამცემის სიმძლავრე - 5 ვატამდე;

ა.ბ) 10530 მჰც ± 14 მჰც; (მიმართულება: მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან - შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სათაო სადგურამდე (ტაბახმელა); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადამცემის სიმძლავრე - 5 ვატამდე;

ბ) გადამცემი სადგურების რაოდენობა - 2 სადგური;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა - 2020 წლის 17 დეკემბრამდე;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: 2011 წლის 17 დეკემბრამდე;

ე) ლიცენზიანტი ვალდებულია ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს მხოლოდ ფიქსირებული  რადიოსარელეო კავშირის უზრუნველსაყოფად;

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, კომისიაში შპს “TV3-ის“ მიერ წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

- შპს “TV3-ის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/2506-13, 13.05.2013წ.) წილების გასხვისების თაობაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით;

- ინფორმაცია  შპს “TV3-ის“ შემოსავლების შესახებ;

- ინფორმაცია  შპს “TV3-ის“  საქმიანობის სახეების შესახებ;

- ინფორმაცია  შპს “TV3-ის“  დამფუძნებლის შესახებ;

წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “TV3-ის“ დამფუძნებლია ფიზიკური პირი ლალი ეგაძე (წილის 100%-ის მფლობელი).

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის  (№10/443-13, 15.05.2013წ.) თანახმად, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს “TV3-ის“ მფლობელის ლალი ეგაძის, აგრეთვე ფიზიკურ პირ  დავით მჟავიას, ფიზიკურ პირ  ლაშა ჩხენკელის და ფიზიკურ პირ  კახა ბაინდურაშვილის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

წარმოდგენილი ინფორმაციის, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მონაცემების, ასევე კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№6/452-13 13.05.2013 წ.) საფუძველზე დგინდება, რომ საქმიანობის ძირითადი სახეს წარმოადგენს არა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობა, არამედ ტელემაუწყებლობა და სწორედ აღნიშნული მომსახურება წარმოადგენს კომპანიის შემოსავლების ძირითად წყაროს. 

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “TV3-ის“  წილის 90%-ის, კერძოდ,  წილის 51%–ის ფიზიკურ პირ დავით მჟავიას, წილის 30%–ის ფიზიკურ პირ ლაშა ჩხენკელის  და წილის 9%–ის ფიზიკურ პირ კახა ბაინდურაშვილის მიერ შეძენის შემდეგ, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი  დარჩება. აქედან გამომდინარე, შპს “TV3-ის“  წილის 51%–ის ფიზიკურ პირ დავით მჟავიას, წილის 30%–ის ფიზიკურ პირ ლაშა ჩხენკელის  და წილის 9%–ის ფიზიკურ პირ კახა ბაინდურაშვილის მიერ  შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “ TV3-ის“  წილის 51%–ის ფიზიკურ პირ დავით მჟავიას, წილის 30%–ის ფიზიკურ პირ ლაშა ჩხენკელის  და წილის 9%–ის ფიზიკურ პირ კახა ბაინდურაშვილის მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა ავტორიზებულ პირ შპს “TV3-ს“, შპს “TV3-ის“  წილის 51%–ის ფიზიკურ პირ დავით მჟავიას, 30%–ის ფიზიკურ პირ ლაშა ჩხენკელის  და 9%–ის ფიზიკურ პირ კახა ბაინდურაშვილის მიერ შეძენაზე;

2.  გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ი.ხარებავა) შპს “TV3-ისთვის“  წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). 

      კომისიის თავმჯდომარე                                                     კარლო კვიტაიშვილი 

      კომისიის წევრი                                                                     ირაკლი მოსეშვილი

      კომისიის წევრი                                                                     აკაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები