წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 344 / 8

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 03, 2013

მიღების თარიღი მაისი 20, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა შპს ტელეკომპანია ”s-tv”-მ (კომისიაში რეგისტრაციის №7/73-13, 18.02.2012წ. და №6/183-13, 26.04.2013წ.) და მოითხოვა საკუთარი სტუდიიდან (ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. №117) - შპს „ბლექ სი სატის” სადგურამდე (მახათას მთა) და მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის საჭირო სიხშირულ რესურსზე, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადება.  

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია ”s-tv” წარმოადგენს საკაბელო ქსელით მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლები (გარდა საზოგადოებრივი და საეთერო მაუწყებლებისა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლებას საჭიროების შემთხვევაში მოიპოვებენ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის წესით, ლიცენზიის საფუძველზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების  შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.

კომისიამ შეისწავლა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების საკითხი და გამოარკვია, რომ შპს ტელეკომპანია ”s-tv”-ს მიერ მოთხოვნილ მიმართულებებზე (მონაკვეთზე) რადიოსარელეო ხაზების აგებისა და ფუნქციონირებისათვის არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი და შესაბამისად, შესაძლებელია  გამოცხადდეს აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 17975 მჰც ± 13,75 მჰც; მიმართულება: შპს ტელეკომპანია ”s-tv”-ს  სტუდიიდან (ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. №117) – მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე;  რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 27,5 მჰც; გასხივების სიმძლავრე - 0,5 ვატი; დანიშნულება: ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;

ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 18985 მჰც ± 13,75 მჰც; მიმართულება: შპს ტელეკომპანია ”s-tv”-ს  სტუდიიდან (ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. №117) – მახათას მთამდე (შპს „ბლექ სი სატის” სადგური);  რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 27,5 მჰც; გასხივების სიმძლავრე - 0,5 ვატი; დანიშნულება: ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების შესაბამისად, წარმოდგენილ იქნა რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელმაც შეადგინა 2,557.44 (ორი ათას ხუთასორმოცდაჩვიდმეტი და 44) ლარი.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებისა”  და  კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 17975 მჰც ± 13,75 მჰც; მიმართულება: შპს ტელეკომპანია ”s-tv”-ს  სტუდიიდან (ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. №117) – მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე;  რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 27,5 მჰც; გასხივების სიმძლავრე - 0,5 ვატი; დანიშნულება: ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;

ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 18985 მჰც ± 13,75 მჰც; მიმართულება: შპს ტელეკომპანია ”s-tv”-ს  სტუდიიდან (ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. №117) – მახათას მთამდე (შპს „ბლექ სი სატის” სადგური);  რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 27,5 მჰც; გასხივების სიმძლავრე - 0,5 ვატი; დანიშნულება: ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;

2. რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 2,557.44 (ორი ათას ხუთასორმოცდაჩვიდმეტი და 44) ლარის ოდენობით;

3. აუქციონის  ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2013 წლის 20 ივნისის, 13:00 საათი;

4. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2013 წლის 4 ივნისის 17:00 საათამდე;

5. აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 128.00 (ასოცდარვა) ლარს.

6. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ლი­ცენ­ზი­ის მაძიებელი გან­ცხა­დე­ბით მიმართავს კომისიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი სახის სარგებლობის ლიცენზიის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;

7. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

ბ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე სააქციო კომერციულ ბანკ ”თი-ბი-სი” ბანკში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;

-ა/ანგარიში: GE 11 TB 06 000 000 006 093 26;

-კოდი: TBCBGE22;

-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;                           

თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს აცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10 %,  გადახდილი ბეს სახით, ექვემდებარება დაბრუნებას;

რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ი (ბე) ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 გ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული თანხა ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში (საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშის შესაბამისი საბანკო რეკვიზიტების მოპოვების მიზნით დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს +995 32 239 40 29);

8. აუქციონი ჩატარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” განსაზღვრული წესით;

9. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ. ყურაშვილი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;

11. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                            კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                            ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                            ა. სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები