წვდომის მენიუ

შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 35 / 20

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2013

მიღების თარიღი იანვარი 18, 2013

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2012 წლის 31 დეკემბერს  კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/7566-12) მიმართა შპს „მაგთიკომმა“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.

      კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

   შპს ”მაგთიკომის“ მიერ 2012 წლის 31 დეკემბრის განცხადებით (№6/7566-12) მოთხოვნილია შემდეგი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა:

ა) შპს „მაგთიკომსა” და შპს ”სიენეი ჯორჯია”–ს შორის 2013 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2013–31..03.2013) სამაუწყებლო არხების “RTVI”,  “Shanson-TV”, ”Наше Кино”, ”Мир Сериала”, ” Детский Мир” და ”Телеклуб”-ის  საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

ბ) შპს ”მაგთიკომსა” და შპს ”ტვ მედიანეტს” შორის 2012 წლის 27 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2013-31.12.2013) სამაუწყებლო არხების ”ТВ Бульвар”, ”Комеди ТВ”,  ”МНОГОсерийное ТВ”, ”Русская ночь”, ”Индия ТВ”, ” Российский канал боевых искусств”, ”Кухня ТВ”,  ”Авто Плюс”, ”Интересное ТВ”,  ”365 дней ТВБ”, ”Наш Футбол” და ”Кино Плюс”- ის  საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

გ)  შპს ”მაგთიკომსა” და ЗАО “Телекомпания «СТРИМ»”-ის შორის 2012 წლის 17 დეკემბერს  გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2013-31.12.2013) სამაუწყებლო არხების ”Охота и рыбалка”,  ”Драйв” და   ”Здоровое Телевидение”  საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახება;

დ) შპს ”მაგთიკომსა” და ООО “Творческое производственное предприятие Видео-Кино-Телевидение”-ს შორის 2012 წლის 27 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2013-31.12.2013) სამაუწყებლო არხების ”Кто естъ кто” და  ”Егоист ТВ ”-ს   საქართველოს  ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

   კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები, აგრეთვე ამ განცხადებების საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად საცნობი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ შპს „მაგთიკომის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებები სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები შეიცავენ ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების  შესახებ.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია რომ, შპს „მაგთიკომის” 2012 წლის 31დეკემბრის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/7566-12) უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, კომპანიის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები, გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური უფლება–მოვალეობების ნაწილში, ცნობილ უნდა იქნას  კომეციულ საიდუმლოებად. გასათვალისწინებელია, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების ზემოაღნიშნული ნაწილების საჯაროდ დატოვებამ,  შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

       კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

         ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის”  2012 წლის 31 დეკემბრის განცხადება (კომისაში რეგისტრაციის №6/7566-12)  ნაწილობრივ:

 ა) ცნობილ იქნას შპს „მაგთიკომსა“ და ”სიენეი ჯორჯია”–ს   შორის 2013 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2013–31.03.2013) სამაუწყებლო არხების “RTVI”,  “Shanson-TV”, ”Наше Кино”, ”Мир Сериала”, ”Детский Мир” და ”Телеклуб”-ის   საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

ბ) ცნობილ იქნას შპს ”მაგთიკომსა” და შპს ”ტვ მედიანეტს” შორის 2012 წლის 27 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება   (1.01.2013-31.12.2013) სამაუწყებლო არხების  ”ТБ Бульвар”, ”Комеди ТВ”,  ”МНОГОсерийное ТВ”, ” Русская ночь”, ”Индия ТВ”, ” Российский канал боевых искусств”, ”Кухня ТВ”,  ”Авто Плюс”, ”Интересное ТВ”,  ”365 дней ТВБ”, ”Наш Футбол” და ”Кино Плюс”- ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ,კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

გ) ცნობილ იქნას   შპს ”მაგთიკომსა” და ЗАО “Телекопания СТРИМ”-ს შორის 2012 წლის 17 დეკემბერს  გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2013-31.12.2013) სამაუწყებლო არხების ”Охота и рыбалка”, ”Драйв” და ”Здоровое Телевидение”-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

დ) ცნობილ იქნას შპს ”მაგთიკომსა” და ООО “Творческое производственное предприятие «Видео-Кино-Телевидение”-ს შორის 2012 წლის 27 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2013-31.12.2013) სამაუწყებლო არხების ”Кто естъ кто” და ”Егоист ТВ”-ს საქართველოს  ტერიტორიაზე რატრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

2. ინფორმაცია შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „მაგთიკომის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისთვის “ დაუყონებლივ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის “ ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე);

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                           კ.კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                   ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                   ი.მოსეშვილი

                                           

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები