წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 17 აპრილის №261/18 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

ნომერი: 357 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 17, 2013

მიღების თარიღი მაისი 24, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 17 აპრილის №261/18 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2013 წლის 17 აპრილს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №261/18, რომელშიც დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა; კერძოდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში    მე-3 გვერდზე, მე-2 აბზაცში მითითებული სიტყვების ,,შპს ,,სუპერ ტვ“-ის ნაცვლად უნდა იყოს მითითებული ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.      გასწორდეს კომისიის 2013 წლის 17 აპრილის №261/18 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მე-3 გვერდზე, მე-2 აბზაცში მითითებული სიტყვების ,,შპს ,,სუპერ ტვ“-ის ნაცვლად, ჩაიწეროს სიტყვები - ააიპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“;

2.      კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის ვებ გვერდზე (www.gncc.ge);

3.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;

         კომისიის თავმჯდომარე                                                                              კ. კვიტაიშვილი

         კომისიის წევრი                                                                                              ს. ბრიტანჩუკი

         კომისიის წევრი                                                                                              ა. სიხარულიძე

         კომისიის წევრი                                                                                              ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები