წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის საქმიანობის ანგარიშის, ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშგების ფინანსური აუდიტის შედეგების საჯარო განხილვისა და დამტკიცების შესახებ

ნომერი: 358 / 21

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 04, 2013

მიღების თარიღი მაისი 24, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნტის შესაბამისად, კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშების ფინანსურ აუდიტს, ასევე ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებულია საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს და გამოაქვეყნოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში და ფინანსური აუდიტის შედეგები.  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად,  კომისია უზრუნველყოფს გასული წლის საქმიანობის ანგარიშის საჯარო განხილვას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მომზადებული 2012 წლის საქმიანობის ანგარიშის პროექტი, გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და მისი საჯარო განხილვა შედგა 2013 წლის 24 მაისს კომისიის სხდომაზე, რის თაობაზეც დაინტერესებული პირებისათვის გამოქვეყნებული იყო ცნობა კომისიის ვებ-გვერდზე. კომისიის ვებ–გვერდზე იყო ასევე გამოქვეყნებული კომისიის 2012 წლის ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშების ფინანსური აუდიტის შედეგებიც.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, ასევე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს კომისიის 2012  წლის საქმიანობის წლიური ანგარიში და ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშგების ფინანსური აუდიტის შედეგები თანდართული სახით;

2. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ. ყურაშვილი) კომისიის 2012 წლის საქმიანობის ანგარიშის, ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშგების ფინანსური აუდიტის შედეგების  ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნება;

3. წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს კომისიის 2012 წლის საქმიანობის ანგარიში და ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშგების ფინანსური აუდიტის შედეგები;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N6)  ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფრომაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე). 

კომისიის თავმჯდომარე                              კ.კვიტაიშვილი                                                                                               

კომისიის წევრები:                                  ს. ბრიტანჩუკი

ი. მოსეშვილი   

ა. სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები