წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 2 ნოემბრის №700/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის და ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების გ

ნომერი: 37 / 23

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 14, 2013

მიღების თარიღი იანვარი 22, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”)  აღნიშნავს, რომ  კომისიამ 2012 წლის 2 ნოემბერს მიიღო  №700/23 გადაწყვეტილება ”ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ”.

გადაწყვეტილების მიხედვით საკითხზე  ზეპირი მოსმენის სხდომა დაინიშნა 2012 წლის 14 დეკემბერს 16.00 საათზე, ხოლო საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დასრულების მაქსიმალურ ვადად განისაზღვრა 3 თვე.

კომისიის 2012 წლის 14 დეკემბრის  №780/22 გადაწყვეტილებით, გადაიდო  ზეპირი მოსმენის სხდომა 2013 წლის 22 იანვარს.

კომისიის 2013 წლის 22 იანვრის ზეპირი მოსმენის სხდომაზე, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის (ე.ასანიძე) მიერ კომისიის წინაშე დაყენებული იქნა შუამდგომლობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის და ამავე დროს, ახალი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, შემდეგი გარემოებების გამო:

ა) გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფის გაანგარიშების მოდელი წარმოდგენილია შპს ”კავკასუს ონლაინის” და სს ”სილქნეტის” მიერ. სს ”სილქნეტის” მიერ წარმოდგენილი მოდელი საჭიროებს დაზუსტებას, ვინაიდან იგი  არ არის შედგენილი კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N 5 დადგენილებით დამტკიცებული  „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების  მეთოდოლოგიური წესებისა“ და კომისიის წერილობითი მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) შპს ”კავკასუს ონლაინის” და სს ”სილქნეტის” მიერ წარმოდგენილი გაფართოებული ურთიერთჩართვის ტარიფის გაანგარიშების მოდელებს საფუძვლად უდევს  მომსახურების მიწოდების სრულიად  განსხვავებული ტექნიკური და ტექნოლოგიური მიდგომა, შესაბამისად წარმოდგენილი ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლა დამატებით  სამუშაოს საჭიროებს;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. ვინაიდან, კომისიის 2012 წლის 2 ნოემბერის №700/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების 3 თვიანი ვადა იწურება 2013 წლის 2 თებერვალს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დაცვის მიზნით, უნდა შეწყდეს კომისიის 2012 წლის 2 ნოემბერის №700/23 გადაწყვეტილებით  დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, ამავე დროს, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია  იგივე საკითხზე ახალი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისია იზიარებს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის არგუმენტაციას, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და იგივე საკითხზე ახალი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, და მიზანშეწონილად მიიჩნევს შუამდგომლობის დაკმაყოფილებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის, VII და  IX თავების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს კომისიის  2012 წლის 2 ნოემბრის  №700/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის მიზნით; 

2. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის მიზნით;

3. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2013 წლის 22 თებერვალს  16:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18);

4. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დასრულების მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს  2 თვე;

5. დაევალოთ ავტორიზებულს პირებს უზრუნველყონ ამ გადაწყვეტილებით  განსაზღვრული ბაზრის შესაბამისი სეგმენტის შესასწავლად ინფორმაციის და გაანგარიშებების მოწოდება კომისიის  წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ფორმითა და ვადაში; 

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

7. გადაწყვეტილება ძალაშია მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

8. გადაწყვეტილება, პირველი პუნქტის გარდა, ცალკე გასაჩივრდებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ხოლო გადაწყვეტილების პირველი პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., № 6) ერთი  თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                              კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                     ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                     ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები