ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის” კერძო მაუწყებლობის №B86 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 22 დეკემბრის №564/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 17, 2013
მიღების თარიღი ივნისი 07, 2013
ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის” კერძო მაუწყებლობის №B86 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 22 დეკემბრის №564/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციამ” (№7/187-13, 01.05.2013), მისი კუთვნილი მაუწყებლობის №B86 ლიცენზიის მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაცია” ითხოვს ქ. თელავში კუთვნილი მაუწყებლობის №B86 ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირული რესურსის (102.0 მგჰც) კენტი რიცხვით დაბოლოებული სიხშირით შეცვლას, ვინაიდან ამერიკული წარმოების ავტომობილებში არსებულ რადიომიმღებებს, მხოლოდ კენტი რიცხვით დაბოლოებული სიხშირის მიღება შეუძლიათ.
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაცია” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B86 ლიცენზიას 2016 წლის 22 დეკემბრამდე, კომისიის 2006 წლის 22 დეკემბრის №564/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:
|
ქალაქი |
სამაუწყებლო ზონა |
რეგიონი |
ანტენის განთავსების ადგილი |
გეოგ. კოორდინატები |
ანტ. სიმაღლე მიწის ზედ. მ |
სიხშირე მგჰც FM |
სიმძ. კვტ |
გასხივების დიაგრამა |
შენიშვნა |
|
თბილისი |
1 |
- |
თბილისი |
44E47; 41N41 |
25 |
95.9 |
2 |
წრიული |
|
|
გორი |
4 |
შიდა ქართლი |
გორი |
- |
- |
107.7 |
0.5 |
წრიული |
|
|
ახალციხე |
6 |
სამცხე-ჯავახეთი |
ახალციხე |
42E57; 41N38 |
40 |
100.9 |
0.5 |
წრიული |
|
|
თელავი |
3 |
კახეთი |
ცივის ანძა |
45E29; 41N55 |
15 |
102.0 |
0.5 |
წრიული |
|
|
ქუთაისი |
7 |
იმერეთის |
ქუთაისი |
- |
- |
101.8 |
2.0 |
წრიული |
|
|
ბათუმი |
2 |
აჭარა |
ბათუმი |
41E43; 41N41 |
40 |
103.9 |
0.5 |
წრიული |
|
|
ზუგდიდი |
10 |
სამეგრელო |
ზუგდიდი |
- |
- |
104.6 |
2.0 |
წრიული |
|
|
ახალქალაქი |
6 |
სამცხე-ჯავახეთი |
ახალქალაქი |
43E25; 41N21 |
60 |
102.9 |
1 |
წრიული |
|
|
დმანისი |
5 |
დმანისი |
დმანისი |
44E13; 41N22 |
150 |
107.6 |
1 |
წრიული |
|
|
დედოფლისწყარო |
3 |
ქვემო ქართლი |
დედოფლისწყარო |
46E08; 41N27 |
180 |
102.6 |
0.5 |
წრიული |
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2013 წლის 23 მაისის №10/501-13 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, ეთერში ელექტრომაგნიტური თავსებადობის შენარჩუნებით შესაძლებელია ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის” კუთვნილი №B86 მაუწყებლობის ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირე 102.0 მგჰც შეიცვალოს 101.7 მგჰც სიხშირით. ასევე აღსანიაშნავია, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის ინფორმაციით ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციას” 2009 წლის მაისის თვის შემდეგ არ წარმოუდგენია რეგულირების საფასურის გაანგარიშებები.
კომისია აღნიშნავს, რომ რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობა არ წარმოადგენს ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელ გარემოებას, აღნიშნული წარმოადგენს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის დარღვევას, რისთვისაც ამავე კანონის მიერ დადგენილია პასუხისმგებლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ მისცა მითითება კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს ზემოაღნიშნული კანონდარღვევების შესწავლისა და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფისათვის.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის” კერძო მაუწყებლობის №B86 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება, ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის” კერძო მაუწყებლობის №B86 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 22 დეკემბრის №564/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2013 წლის 5 ივლისს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციისთვის” გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
