შპს ”კავკასუს ონლაინისთვის” დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 382 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 19, 2013

მიღების თარიღი ივნისი 14, 2013

 

შპს ”კავკასუს ონლაინისთვის”   დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით  რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს  ”კავკასუს  ონლაინმა” კომისიას  მიმართა განცხადებით №01.02/1655, 16.04.13 (კომისიაში რეგისტრაციის №7/171-13, 16.04.13), დანართში განსაზღვრულ გეოგრაფიულ წერტილებს შორის რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის,  სიხშირული ზოლების მინიჭების მოთხოვნით. შპს  ”კავკასუს  ონლაინს” რადიოსარელეო სიხშირეები ესაჭიროება  უსადენო დაშვების  ქსელის საბაზო ტერმინალებს შორის რადიოსარელეო კავშირის უზრუნველყოფისთვის.   

          კომისია აღნიშნავს, რომ შპს  ”კავკასუს  ონლაინი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი, 2010 წლის 11 თებერვალი, A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა) და ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზას  F6  (მოქმედების ვადა 21.02.2016),  5250მჰც ÷ 5350მჰც   სიხშირულ დიაპაზონში.

     შპს  ”კავკასუს  ონლაინს”, კომისიის  2013 წლის პირველი მაისის №06/883-13 წერილით ეცნობა, რომ    მოთხოვნილ გეოგრაფიულ წერტილებს შორის რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის შერჩეულ იქნა  რადიოსიხშირეები ამ გადაწყვეტილების დანართში განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრებით;  ასევე, განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის საწყისი საფასური 77748.5  (სამოცდაჩვიდმეტი ათას შვიდასორმოცდარვა ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით.  თანხმობა აღნიშნული სიხშირეების გამოყენებაზე შპს  ”კავკასუს  ონლაინმა”     კომისიას აცნობა წერილით №01.02/1885, 04.06.13 (კომისიაში რეგისტრაციის  №6/2949-13, 04.06.13).

     კომისია     აღნიშნავს,   რომ    ”ელექტრონული   კომუნიკაციების    შესახებ”     საქართველოს    კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი  ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც   განისაზღვრება  „რადიოსიხშირული   სპექტრით   ან/და   ნუმერაციის  რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით”. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ცვლილების შეტანისას კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისათვის მინიჭებული

რადიოსიხშირე შეცვალოს ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა რადიოსიხშირით. ამ შემთხვევაში პირი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს  კომპენსაცია.

     აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს  ”კავკასუს  ონლაინს”  კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-7 მუხლის შესაბამისად, კომისიის მიერ უნდა განესაზღვროს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის საწყისი   საფასურის   ოდენობა,  რომელიც  შეადგენს 77748.5  (სამოცდაჩვიდმეტი ათას შვიდასორმოცდარვა ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარს.

      კომისია აღნიშნავს, რომ  რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებულ უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული  დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა გეოგრაფიულ პუნქტებში განლაგებული საკომუნიკაციო მომსახურეობის ქსელის სადგურებს შორის მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის.

    „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის   471-ე მუხლის მე-4 პუნქტის, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13   დადგენილებით დამტკიცებული  „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ”კავკასუს ონლაინს”, რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, საკომუნიკაციო მომსახურების ქსელის სადგურებს შორის მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული  დანიშნულებით,  10 წლის ვადით - 2023  წლის  14  ივნისამდე, აუქციონის გარეშე;

2. განესაზღვროს   შპს  ”კავკასუს  ონლაინს”,  ამოწურვადი    რესურსით  სარგებლობის უფლების   მოსაპოვებლად   აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 77748.5 (სამოცდაჩვიდმეტი ათას შვიდას ორმოცდარვა ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით;         

3.  უზრუნველყოს შპს ”კავკასუს  ონლაინმა”,  ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული   საფასურის     77748.5  (სამოცდაჩვიდმეტი ათას შვიდასორმოცდარვა ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწუფო ბიუჯეტში  გადახდა  წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით;

      მიმღები: 

      ხაზინის ერთიანი ანგარიში  ა/ა  200122900;

      ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;

      კოდი -TRESGE22;

      საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773402;

4.უზრუნველყოს შპს ”კავკასუს  ონლაინმა”, აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული თანხის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;  

5. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს  შპს ”კავკასუს  ონლაინის”,  მიერ აუქციონის   საწყისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;

6. შპს ”კავკასუს  ონლაინის”, მიერ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის  77748.5  (სამოცდაჩვიდმეტი ათას შვიდასორმოცდარვა ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10  სამუშაო   დღის ვადაში   გადაუხდელობის შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის 61-ე  მუხლის  მე-2 ნაწილის   გ) პუნქტის  შესაბამისად;

7. აღირიცხოს შპს ”კავკასუს  ონლაინისთვის”, მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

8. საქართველოს კანონმდებლობის  ცვლილების  შემთხვევაში შპს ”კავკასუს  ონლაინისთვის”,  რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში   იქნას  მოყვანილი საქართველოს  კანონმდებლობასთან;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6)  1 თვის ვადაში;   

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს  (ს.შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                               ს.ბრიტანჩუკი

კომისიის    წევრი                                                                               ა.სიხარულიძე

კომისიის    წევრი                                                                                ი.მოსეშვილი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები