წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 1 აგვისტოს №457/5 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 390 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 19, 2013

მიღების თარიღი ივნისი 14, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2008 წლის 1 აგვისტოს №457/5 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ 2010 წლის 25 ნოემბერს ძალაში შევიდა  ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის №355 დადგენილება, რომლის N3 დანართის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, დეპეშების და ფაქსების ტელეფონით მიღებისა და სხვა ტელემატიკური მომსახურებებისთვის გათვალისწინებული იყო 189XX ფორმატის ნუმერაციის რესური.

            კომისია აღნიშნავს, რომ  შპს ”კავკასუს ონლაინი” კომისიის 2008 წლის 1 აგვისტოს №457/5 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობდა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N78 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებდა ნუმერაციის რესურსით 0-6 (ნული-ექვსი) სარგებლობის უფლებას ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის საქართველოს ტერიტორიაზე, 2016 წლის 24 ნოემბრამდე. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ნუმერაციის რესურსის გამოყენებით შპს „კავკასუს ონლაინი“ ახორციელდებდა დეპეშების მიღებასა და შესაბამის ტელემატიკურ მომსახურებას, მისი საქმიანობის საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კომისიის 2011 წლის 15 მარტის №123/2 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა შპს „კავკასუს ონლაინის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის NN78 ლიცენზია, შევიდა ცვლილება კომისიის 2008 წლის 1 აგვისტოს N457/5 გადაწყვეტილებაში და შპს „კავკასუს ონლაინს“ დეპეშების და ფაქსების ტელეფონით მიღებისა და სხვა ტელემატიკური მომსახურების განსახორციელებლად განესაზღვრა 1-8-9-0-6 (ერთი-რვა-ცხრა-ნული-ექვსი) ფორმატის ნუმერაციის რესური.

კომისია აღნიშნავს, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებში 2011 წლის 20 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებებით ნუმერაციის რესურსით სარგებლობაზე გაუქმდა ლიცენზირება და ნუმერაციის რესურსით სარგებლობისთვის დადგინდა ნებართვების გაცემის რეჟიმი.  ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად, ასევე განისაზღვრა, რომ პირები, რომლებზეც 2012 წლის პირველ თებერვლამდე ამ კანონის საფუძველზე გაცემული იყო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია, ინარჩუნებენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ლიცენზიის მოქმედების შესაბამისი ვადის განმავლობაში.

შესაბამისად, შპს „კავკასუს ონლაინს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის NN78 ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება შენარჩუნებული აქვს 2016 წლის 24 ნოემბრამდე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს მთავრობის №355 დადგენილებაში 2012 წლის 24 მაისს განხორციელებული ცვლილებებით, კერძოდ, დებულების მე-11 მუხლის ბ.ვ)  ქვეპუნქტით  განისაზღვრა სატელეკომუნიკაციო სერვისების მისაწოდებლად 17 XXX ფორმატის ნუმერაციის რესურსი, ხოლო ნუმერაციის რესურსი 189XX ფორმატით, რომელიც გათვალისწინებული იყო დეპეშების და ფაქსების ტელეფონით მიღებისა და სხვა ტელემატიკური მომსახურებისთვის, ამოღებულ იქნა დებულების №3 დანართიდან.

ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ დეპეშების მიღებისა და შესაბამისი ტელემატიკური მომსახურების განხორციელების საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებათან“ შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მიზანშეწონილია ცვლილების შეტანა კომისიის 2008 წლის 1 აგვისტოს N457/5 გადაწყვეტილებაში და შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ დეპეშების მიღებისა და შესაბამისი ტელემატიკური მომსახურების განხორციელებისთვის 1-7-0-0-6 (ერთი-შვიდი-ნული-ნული-ექვსი) ფორმატის ნუმერაციის რესურსის განსაზღვრა.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებისა” და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2008 წლის 1 აგვისტოს N457/5 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტში ნუმერაციის რესურსი 1-8-9-0-6 (ერთი-რვა-ცხრა-ნული-ექვსი) შეიცვალოს ნუმერაციის რესურსით 1-7-0-0-6 (ერთი-შვიდი-ნული-ნული-ექვსი).

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა):

ა) სათანადო მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ., N6) ერთი  თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ”კავკასუს ონლაინისთვის” ჩაბარებისთანავე;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თამჯდომარე                                                              კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრები:                                                                ს. ბრიტანჩუკი

                                                                                                        ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები