წვდომის მენიუ

შპს ”ლეგიონის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 409 / 12

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2013

მიღების თარიღი ივნისი 28, 2013

შპს  ”ლეგიონის” განცხადების განუხილველად დატოვების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”ლეგიონმა” (რეგისტრირებული საჯარო რეესტრის მიერ, ს.კ. № 401983591) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/195-13, 10.05.13)  ქ. თბილისში, ქ. რუსთავში და ქ.მარნეულში  დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სამი  სიხშირის მონიჭების  თაობაზე.

”ლიცენზიებისა და ნებართვების” შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4  პუნქტის შესაბამისად, შპს  ”ლეგიონს” ასევე წარმოდგენილი ჰქონდა  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის (1500 ლარის ოდენობით) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის 5 ივნისს კომისიაში შემოსული განცხადებით №6/2954, შპს ”ლეგიონმა”  ფინანსური პრობლემების გამო, მოითხოვა თავისივე  განცხადების (7/195-13, 10.05.13) განუხილველად დატოვება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი  ნაწილის   ა)  ქვეპუნქტის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.     განუხილველად დარჩეს შპს  ”ლეგიონის”  განცხადება  № 7/195-13, 10.05.13წ.  სიხშირეების მინიჭების თაობაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;   

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს   ”ლეგიონისთვის”   ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                                  კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                                   ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                   ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები