საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 28 დეკემბრის №830/24 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2013
მიღების თარიღი იანვარი 22, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2012 წლის 28 დეკემბერს მიღებული იქნა №830/24 გადაწყვეტილება, რომელის თანახმად, შპს ”მაგთიკომს” მიეცა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N99 ნებართვა არასრული 10 000 ნომრიანი ბლოკების შესავსებად მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის 150 032 სააბონენტო ნომერზე.
შპს ”მაგთიკომის” 2013 წლის 22 იანვრის № 13/012-2 წერილის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება ”შპს მაგთიკომისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ” კომისიის 2012 წლის 28 დეკემბრის №830/24 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”6. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.”
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., № 6) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის წევრები: კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
