საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 09, 2013
მიღების თარიღი ივნისი 28, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში (დანართი №2) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) № 2 დანართის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ადმინისტრაციული დეპარტამენტი - 51“;
ბ) № 2 დანართის მე-4 პუნქტის 4.4. ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”4.4. სპეციალისტი - 5 – 10 - 50”;
გ) № 2 დანართის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი – 9“;
დ) № 2 დანართის მე-7 პუნქტის 7.3. და 7.4. ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”7.3. წამყვანი სპეციალისტი - 5 – 15 - 75”;
”7.4. სპეციალისტი - 2 – 10 - 20”;
ე) საშტატო ერთეულების რაოდენობა - 115-ით”;
ვ) შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტების საერთო ჯამი განისაზღვროს - 1775-ით.
2. კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დანართი №2 დამტკიცდეს ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად კორექტირებული ფორმით (დანართი №1);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
კარლო კვიტაიშვილი |
|
|
კომისიის წევრი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
