წვდომის მენიუ

შპს „ბლექ სი სატის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 422 / 20

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2013

მიღების თარიღი ივნისი 28, 2013

 

შპს „ბლექ სი სატის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2013 წლის 6 ივნისს  კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის N6/2963-13)  მიმართა შპს „ბლექ სი სატმა“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

   შპს „ბლექ სი სატის“ მიერ 2013 წლის 6 ივნისის  განცხადებით (N6/2963-13) მოთხოვნილია შემდეგი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა:

ა) შპს ”ბლექ სი სატსა” და  საერთაშორისო კომპანია “ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს”  შორის 2013 წლის 1 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება (01.05.13-01.0813, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხების ”TV1000“,  “TV1000 Action”,  “TV X”, “Viasat History”, „Еврокино“, „Илл.зион+“, „Русскиq Илл.зион”, „ТВЦ, და „Оружие”  საქართველოს  ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

ბ) შპს ”ბლექ სი სატსა” და  „BBC WORLD DISTRIBUTION LIMITED”-ს შორის 2012 წლის  16 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.12.12-31.07.15, ავტომატური გაგარძელებით) სამაუწყებლო არხის “BBC” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, აგრეთვე ამ განცხადების  საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად საცნობი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ შპს „ბლექ სი სატის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებები სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები შეიცავს ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების  შესახებ.

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ბლექ სი სატის“  2013 წლის 6 ივნისს    განცხადება  (კომისიაში რეგისტრაციის N6/2963-13) უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, კომპანიის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები, გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური უფლება–მოვალეობების ნაწილში ცნობილ უნდა იქნას კომერციულ საიდულმოებად. გასათვალისწინებელია, რომ შპს „ბლექ სი სატის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების ზემოაღნიშნული ნაწილების საჯაროდ დატოვებამ,  შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

 კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

     ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაკმაყოფილდეს შპს „ბლექ სი სატის“ 2013 წლის 6 ივნისის   განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის  N6/2963-13)  ნაწილობრივ :

ა)  ცნობილ იქნას შპს ”ბლექ სი სატსა” და შპს “ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედ”-ს  შორის 2013 წლის 1 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება (01.05.13-01.08.13, ავტომატური გაგარძელებით) სამაუწყებლო არხების ”TV1000“,  “TV1000 Action”,  “TV X”, “Viasat History”, „Еврокино“, „Илл.зион+“, „Русскиq Илл.зион”, „ТВЦ, და „Оружие” საქართველოს  ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში,  შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

ბ) ცნობილ იქნას შპს ”ბლექ სი სატსა” და  „BBC WORLD DISTRIBUTION LIMITED”-ს შორის 2012 წლის  16 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.12.12-31.07.15, ავტომატური გაგრძელებით)  სამაუწყებლო არხის “BBC” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

2. ინფორმაცია შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „ბლექ სი სატის“ მიერ ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ბლექ სი სატისათვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ბლექ სი სატისათვის“ ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

კომისიის თავმჯდომარე                                                                              კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                             ა. სიხარულიძე 

კომისიის წევრი                                                                                             ი. მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები