”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ”
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2013
მიღების თარიღი ივნისი 28, 2013
”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგოში “კომისია“) აღნიშნავს, რომ ”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, შპს ”ჯეოსელს” და შპს ”მაგთიკომს”, დაუდგინდათ სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი - 8 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს ჩათვლით.
”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” 2010 წლის 21 მაისის №240/9 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 იანვრის №26/9 გადაწყვეტილებით ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების - შპს ”მაგთიკომის” და შპს ”ჯეოსელის” მიმართ ძალაში დარჩა სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი - 8 თეთრის ოდენობით წუთზე, იმ განსხვავებით, რომ დადგენილ ტარიფში დღგ-ს გარდა შევიდა აქციზის გადასახადიც.
“მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების საფუძველზე 2010 წლის 21 მაისის №240/9 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის №657/9 გადაწყვეტილებით ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების - შპს ”მაგთიკომის” და შპს ”ჯეოსელის” მიმართ ძალაში დარჩა სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი - 8 თეთრის ოდენობით წუთზე, აქციზის და დღგ-ს ჩათვლით, ხოლო შპს ”მობიტელს” სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი დაუდგინდა – 11 თეთრის ოდენობით წუთზე, აქციზის და დღგ-ს ჩათვლით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას წერილობით მომართა შპს ”მაგთიკომმა” (წერილი №13/048-7, 18.03.2013წ.), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის №657/9 გადაწყვეტილებით შპს „მობიტელი“ ცნობილ იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტზე. ამავე გადაწყვეტილებით შპს „მობიტელს“ დაუდგინდა ურთიერთჩართვის ზღვრული ტარიფი 11 თეთრის ოდენობით. შესაბამისად, კომპანიას მიაჩნია, რომ მოძრავი საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს შორის მოქმედებს ასიმეტრიული ტარიფი, რაც შპს „მაგთიკომს“ აყენებს არათანაბარ პირობებში. შპს „მობიტელის“ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებით ზიანი ადგება კონკურენტ კომპანიებს და ზოგადად ასეთი ვითარება ქმნის არაკონკურენტუნარიან გარემოს ბაზარზე. შპს „მაგთიკომი“ ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის გადაწყვეტილების მიღების დღიდან მოძრავი საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტზე მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა, რაც წარმოადგენს კომისიის მიერ მოძრავი საკომუნიკაციო ბაზრის ამ სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის ჩატარების დაწყების საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს „მაგთიკომი“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის კანონის 22-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიას მიმართავს მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიაში, შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“, შპს „მაგთიკომს“, შპს „ჯეოსელსა“ და შპს „მობიტელს“ შორის მიმდინარე დავასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში (კომისიის გადაწყვეტილება 21.06.2013 N407/22), კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებით შპს „მაგთიკომზე“, შპს „ჯეოსელზე“ და შპს “მობიტელზე“ დაკისრებული დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულების შესრულების შემოწმების მიზნით, კომისიამ კომპანიებისგან გამოითხოვა ინფორმაცია (წერილით №08/967-13, 14/05/2013) მობილური სატელეფონო საცალო მომსახურებიდან და მობილური ხმოვანი სატელეფონო ზარების საცალო მომსახურებიდან მიღებული/მისაღები შემოსავლების და ამ შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული რეალიზაციის ხარჯების შესახებ, 2012 წლის 12 თვის და 2013 წლის 3 თვის პერიოდისთვის თვეების მიხედვით, ასევე ინფორმაცია აღნიშნული პერიოდისთვის მობილური სატელეფონო საცალო ხმოვანი მომსახურებიდან გენერირებული გამავალი ტრაფიკის შესახებ, თვეების და მიმართულებების მიხედვით.
კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის (შპს „მობიტელმა“ ინფორმაცია წარმოადგინა 2013 წლის 27 მაისის N395/13 წერილით, შპს „მაგთიკომმა“ ინფორმაცია წარმოადგინა 2013 წლის 27 მაისის N13/094-6 წერილით, შპს „ჯეოსელმა“ ინფორმაცია წარმოადგინა 2013 წლის 27 მაისის N2/152-13 წერილით) შესაბამისად, 2012 წლის და 2013 წლის 3 თვის პერიოდის განმავლობაში კომპანიების მიერ ბოლო მომხმარებლებისთვის მიწოდებული მობილური ხმოვანი სატელეფონო ზარების საცალო მომსახურებიდან შემოსავალი სამივე კომპანიისთვის მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე მობილურ ქსელში დაწესებული ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფი.
ზემოაღნიშნული გარემოება ასევე დასტურდება კომისიის აპარატის ინფორმაციულ–ანალიტიკურ დეპარტამენტში არსებული, შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით.
კომისია აღნიშნავს, რომ:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირების საქმიანობისას თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა და ეფექტიანი კონკურენციის წახალისება წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების ერთ-ერთ მიზანს.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიის ამოცანას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება, ავტორიზებული პირების დისკრიმინაციის დაუშვებლობა და მათი თანასწორუფლებიანობა;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების შესაბამისად, მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის დაწყების თაობაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას:
ა) ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც ასაბუთებს მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის არაკონკურენტულობას, მისი კვლევისა და ანალიზის დაწყების საჭიროებას, და ამ დასაბუთებას ეთანხმება კომისია;
ბ) საკუთარი ინიციატივით.
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების ბაზრის ანალიზის პროცედურები, მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შესწავლას საჭიროებს მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელისა“ და შპს „მობიტელისთვის“ სატარიფო რეგულირების სპეციფიკური ვალდებულების ფარგლებში, სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფის ოდენობა. ამავე დროს, კომისია აღნიშნავს, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კვლევის შედეგების გათვალისწინებით შესაძლებელია გამოიკვეთოს კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებით დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების აუცილებლობაც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.
კომისია დამატებით აღნიშავს, რომ ვინაიდან მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში აუცილებელი იქნება შპს ”მაგთიკომის”, შპს „ჯეოსელისა“ და შპს „მობიტელისაგან“ შესაბამისი ფორმით გაანგარიშებების გამოთხოვა და მიღებული ინფორმაციის დამუშავება-ანალიზი, კომისიას საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით მიზანშეწონილად მიაჩნია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის, 3 თვიანი ვადის განსაზღვრა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 და 21-ე მუხლის, 22-ე მუხლის მე–2 პუნქტის და მე–5 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;
2. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის განისაზღვროს სამთვიანი ვადა;
3. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2013 წლის 13 სექტემბერს 16:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18), ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
4. დაევალოთ შპს ”მაგთიკომს”, შპს „ჯეოსელს“ და შპს „მობიტელს“ უზრუნველყოს ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული საკითხის შესასწავლად ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოწოდება კომისიის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ფორმითა და ვადაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სამოტივაციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
