წვდომის მენიუ

კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის N 813/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსებზე მოსამზადებელი სხდომის ჩატარებისა და კონკურსებში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლებისთვის დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით ვა

ნომერი: 43 / 10

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 12, 2013

მიღების თარიღი იანვარი 24, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2012  წლის 21 დეკემბრის N 813/10 გადწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსები კერძო საერთო და სპეცილიზებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიების მისაღებად საქართველოს ცალკეულ ქალაქებსა და დაბებში მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:

1. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  დაბა შუახევი, სიხშირე (მჰც) – 100,4; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 250 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 41°38 60"/E 42°11 20; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 20 მეტრი.

2. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი - დაბა ხულო, სიხშირე (მჰც) – 100,8; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 250 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 41°38 24"/E 42°20 38"; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 20 მეტრი.

3. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი - ქ. ოზურგეთი, სიხშირე (მჰც) – 105,2; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 300 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები:  N 41°54 49"/E 41°59 33"; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 30 მეტრი.

4. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი - ქ. ტყიბული, სიხშირე (მჰც) – 103,0; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 250 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები:  N 42°22 27"/E 43° 2 20"; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 30 მეტრი.

5. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი - ქ. ჭიათურა, სიხშირე (მჰც) – 101,2; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 250 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები:  N 42°17 16"/E 43°15 39"; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 30 მეტრი.

6. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი - დაბა გუდაური, სიხშირე (მჰც) – 103,9; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 250 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 42°28 36"/E 44°28 34"; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 15 მეტრი.

7. გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი - დაბა სტეფანწმინდა, სიხშირე (მჰც) – 105,7; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 250 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 42°39 24"/E 44°39 10"; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 15 მეტრი.

8. გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი - ქ. ონი, სიხშირე (მჰც) – 104,3; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 250 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 42°34 38"/E 43°26 27"; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 40 მეტრი.

9. გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი - ქ. ამბროლაური, სიხშირე (მჰც) – 104,9; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 250 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 42°30 50"/E 43° 9 52"; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 40 მეტრი.

10. გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი - დაბა ლენტეხი, სიხშირე (მჰც) – 100,6; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 250 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები:  N 42°46 35"/E 42°45 47"; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 20 მეტრი.

11. გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი - ქ. ცაგერი, სიხშირე (მჰც) – 103,1; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 250 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 42°36 19"E 42°47 1"; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 20 მეტრი.

12. გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი - დაბა ასპინძა, სიხშირე (მჰც) – 100,1; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 250 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 41°34 43"/E 43°12 35"; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 20 მეტრი.

13. გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი - ქ. ახალციხე, სიხშირე (მჰც) – 101,9; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 500 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები:  N 41°37 48"/E 42°57 25"; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 40 მეტრი.

14. გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი - ქ. ბორჯომი, სიხშირე (მჰც) – 102,8; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 500 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები:  N 41°49 24"/E 43°22 58"; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 30 მეტრი.

15. გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი - ქ. ბოლნისი, სიხშირე (მჰც) – 103,8; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 500 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები:  N 41°28 0"/E 44°32 17"; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 20 მეტრი.

16. გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი - ქ. წალკა, სიხშირე (მჰც) – 105,7; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 500 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 41°38 4"/E 44°14 18"; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 30 მეტრი.

17.გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი - ქ. ქუთაისი, სიხშირე (მჰც) – 99,9; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 1000 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 42°16 49"/E 42°44 10"; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 50 მეტრი.

18. გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი - ქ. ახმეტა, სიხშირე (მჰც) – 103,1; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 750 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 42° 4 12"/E 45°24 18"; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 20 მეტრი.

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადები კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინეს შემდეგმა კომპანიებმა: შპს ”ფოლკ რადიომ”, შპს ”სტერეო+”-მა, შპს ”რადიოცენტრი პლუს”-მა, შპს ”ქართულმა რადიომ” და ააიპ მედია ცენტრმა ”ღია აფხაზეთისათვის”, კერძოდ:

1.  შპს ”ფოლკ რადიო” მონაწილეობას იღებს ქ. ქუთაისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში და ქ. ახმეტაში კერძო სპეციალიზებული (მუსიკალური) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად  გამოცხადებულ კონკურსში;

2. შპს ”სტერეო+” მონაწილეობას იღებს ქ. წალკაში, ქ. ოზურგეთში, ქ. ტყიბულში და ქ. ბორჯომში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ კონკურსებში;

3. შპს ”ქართული რადიო” მონაწილეობას იღებს ქ. ჭიათურაში, ქ. ამბროლაურში, ქ. ოზურგეთში, ქ. ახალციხეში,         ქ. ბორჯომში, ქ. ქუთაისში ქ. ტყიბულში, ქ. ონში, დაბა ასპინძასა და დაბა გუდაურში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ კონკურსებში;

4. შპს ”რადიოცენტრი პლუს”-ი მონაწილეობას იღებს დაბა გუდაურში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში;

5. ააიპ ”მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისათვის” მონაწილეობას იღებს ქ. ახალციხეში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში.

კომისიის 2012  წლის 21 დეკემბრის N 813/10 გადწყვეტილების შესაბამისად 2013 წლის 24 იანვარს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით გაიხსნა კონკურსებში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ:

1.  შპს ”რადიოცენტრი პლუს”-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2012  წლის 21 დეკემბრის №813/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებს.

2. ააიპ ”მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისათვის” მიერ წარმოდგენილია შესაბამისობის დეკლარაციის ძველი ფორმა, ასევე სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელ საბუთში არასწორად არის მითითებული სახაზინო კოდი.

3. შპს ”ფოლკ რადიოს” მიერ:

ა) ქ. ქუთაისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული კონკურსისთვის წარმოდგენილ სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელ საბუთში არასწორად არის მითითებული სახაზინო კოდი, წარმოდგენილია შესაბამისობის დეკლარაციის ძველი ფორმა, ასევე არ არის ცალკე დოკუმენტად წარმოდგენილი განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ (ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ და დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე წარმოდგენილია ერთად), როგორც ამას ითვალისწინებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტი;

ბ)  ქ. ახმეტაში კერძო სპეციალიზებული (მუსიკალური) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული კონკურსისთვის წარმოდგენილ  სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელ საბუთში არასწორად არის მითითებული სახაზინო კოდი, წარმოდგენილია შესაბამისობის დეკლარაციის ძველი ფორმა, საკონკურსო განაცხადში არასწორად არის მითითებული ლიცენზიის სახეობა, ასევე არ არის ცალკე დოკუმენტად წარმოდგენილი განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ (ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ და დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე წარმოდგენილია ერთად), როგორც ამას ითვალისწინებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტი;

4.  შპს ”სტერეო+”-ის მიერ ქ. წალკაში, ქ. ოზურგეთში, ქ. ტყიბულში და ქ. ბორჯომში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებული კონკურსისთვის წარმოდგენილ ოთხივე განაცხადზე თანდართულ სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელ საბუთებში არასწორად არის მითითებული სახაზინო კოდი, ასევე არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია პრაქტიკული საქმიანობის დაწყების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე შპს ”სტერეო+”-ის უფლებამოსილი წარმომადგენლის მალხაზ კვარაცხელიას მიერ პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადად განსაზღვრულ იქნა - ლიცენზიის აღებიდან  6 თვე.

5. შპს ”ქართული რადიოს” მიერ

ა) ქ. ქუთაისში, ქ. ბორჯომში, ქ. ახალციხეში, ქ. ონში, ქ. ამბროლაურში დაბა გუდაურში და დაბა ასპინძაში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებული კონკურსისთვის წარმოდგენილ განაცხადებს არ აქვს თანდართული განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

ბ) ქ. ოზურგეთში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული კონკურსისთვის წარმოდგენილ განაცხადს არ აქვს თანდართული განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ ასევე შპს ”ქართული რადიოს” სალიცენზიო გადასახდელის (5,265.00) 10%-ის - 526,50 ლარის ნაცვლად წარმოდგენილი აქვს 526.00 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ქ. ტყიბულში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული კონკურსისთვის წარმოდგენილ განაცხადს არ აქვს თანდართული განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ ასევე შპს ”ქართული რადიოს” სალიცენზიო გადასახდელის (1,377.00) 10%-ის - 137,70 ლარის ნაცვლად წარმოდგენილი აქვს 137.00 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ქ. ჭიათურაში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული კონკურსისთვის  წარმოდგენილ განაცხადს არ აქვს თანდართული განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე არ არის წარმოდგენილი სალიცენზიო გადასახდელის (4,475.25) 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ”ქართული რადიოს” მიერ შემოტანილ ათივე საკონკურსო განაცხადში ტარიელ კიკაბიძე მითითებულია, როგორც წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, მაგრამ წარმოდგენილი არ არის ტარიელ კიკაბიძის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 

 კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის N 813/10 გადაწყვეტილების 146-ე პუნქტის შესაბამისად  დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

კომისია დამატებით აღნიშნავს რომ დაბა შუახევში, დაბა ხულოში, დაბა სტეფანწმინდაში, დაბა ლენტეხში,                   ქ. ცაგერში და ქ. ბოლნისში კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის N 813/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კერძო საერთო რადიომაუწყებლობის კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად არცერთი განაცხადი არ არის წარმოდგენილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის და  43-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ჩაშლილად გამოცხადეს კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის N 813/10 გადაწყვეტილების პირველი, მე-9, 56-ე,           79-ე,  87-ე და 119-ე პუნქტების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსები კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მისაღებად;

2. უზრუნველყოს ააიპ მედია ცენტრმა ”ღია აფხაზეთისათვის” 2013 წლის 1 თებერვლამდე კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის № 813/10 გადაწყვეტილების 103-ე პუნქტის შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის  შემდეგი  დოკუმენტაციის წარმოდგენა:

ა) შესაბამისობის დეკლარაცია (დეკლარაციის ფორმა დამტკიცებულია კომისიის 2011 წლის 31 მაისის №259/22 გადაწყვეტილებით, რომელშიც ცვლილება შევიდა კომისიის 2012 წლის 15 ივნისის №423/19 გადაწყვეტილებით);

ბ) საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

3. უზრუნველყოს შპს ”ფოლკ რადიომ” 2013 წლის 1 თებერვლამდე:

 ა) 2012 წლის 21 დეკემბრის № 813/10 გადაწყვეტილების 135-ე პუნქტის შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

ა.ა) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

ა.ბ) საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

ა.გ) შესაბამისობის დეკლარაცია (დეკლარაციის ფორმა დამტკიცებულია კომისიის 2011 წლის 31 მაისის №259/22 გადაწყვეტილებით, რომელშიც ცვლილება შევიდა კომისიის 2012 წლის 15 ივნისის №423/19 გადაწყვეტილებით);

ბ) 2012 წლის 21 დეკემბრის № 813/10 გადაწყვეტილების 41-ე პუნქტის შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

ბ.ა) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

ბ.ბ) საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

ბ.გ) შესაბამისობის დეკლარაცია (დეკლარაციის ფორმა დამტკიცებულია კომისიის 2011 წლის 31 მაისის №259/22 გადაწყვეტილებით, რომელშიც ცვლილება შევიდა კომისიის 2012 წლის 15 ივნისის №423/19 გადაწყვეტილებით);

ბ.დ) ინფორმაცია მოთხოვნილი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის სახეობის თაობაზე.

4. უზრუნველყოს შპს ”სტერეო+”-მა 2013 წლის 1 თებერვლამდე 2012 წლის 21 დეკემბრის № 813/10 გადაწყვეტილების მე-17, 25-ე, 111-ე და 127-ე პუნქტების შესაბამისად გამოცხადებული ოთხივე კონკურსისთვის  საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა;

5. უზრუნველყოს შპს ”ქართულმა რადიომ” 2013 წლის 1 თებერვლამდე:

ა) 2012 წლის 21 დეკემბრის № 813/10 გადაწყვეტილების 48-ე, 64-ე, 72-ე, 95-ე, 103-ე, 111-ე და 135-ე პუნქტების შესაბამისად გამოცხადებული შვიდივე კონკურსისთვის შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

ა.ა) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

ბ) 2012 წლის 21 დეკემბრის № 813/10 გადაწყვეტილების მე-17 პუნქტის შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

ბ.ა) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

ბ.ბ) სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის დარჩენილი თანხის (0,50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

გ) 2012 წლის 21 დეკემბრის № 813/10 გადაწყვეტილების 25-ე პუნქტის შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

გ.ა) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

გ.ბ) სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის დარჩენილი თანხის (0,70 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

დ) 2012 წლის 21 დეკემბრის № 813/10 გადაწყვეტილების 33-ე პუნქტის შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

დ.ა) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

დ.ბ) სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

ე)  ტარიელ კიკაბიძის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა,

6. .გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ფოლკ რადიოსთვის”, შპს ”სტერეო+”-სთვის, შპს ”რადიოცენტრი პლუსი”-სთვის, შპს ”ქართული რადიოსთვის” და ააიპ მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისათვის”გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                              კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                  ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები