წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №98 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 431 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 10, 2013

მიღების თარიღი ივლისი 05, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №98 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2013 წლის 05 ივლისის №98 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2013 წლის 05 ივლისის №98 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:

ა) შპს ტელეკომპანია ”s-tv”- სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

2. კომისიის 2013 წლის 05 ივლისის №98 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

სოფიო  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები