საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 08 თებერვლის №87/22 გადაწყვეტილებაში დამატების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 23, 2013
მიღების თარიღი ივლისი 05, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 08 თებერვლის №87/22 გადაწყვეტილებაში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” კომისიის 2013 წლის 08 თებერვლის №87/22 გადაწყვეტილებაში შევიდეს დამატება და გადაწყვეტილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ო), პ) და ჟ) ქვეპუნქტები:
”ო) იოსებ ბაღაშვილი - მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სპეციალისტი.”
”პ) ნინო ჩიქოვანი - მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი.”
”ჟ)კონსტანტინე ქორიძე - მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი.”
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., № 6) ერთი თვის ვადაში.
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
