წვდომის მენიუ

შპს ტელეკომპანია ”s-tv”- სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 436 / 1

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 23, 2013

მიღების თარიღი ივლისი 05, 2013

შპს ტელეკომპანია ”s-tv”- სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 20 ივნისის №397/8 გადაწყვეტილების შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2013 წლის 20 მაისის №344/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ტელეკომპანია ”s-tv”.

ამავე გადაწყვეტილებით, შპს ტელეკომპანია ”s-tv”-ს „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 805,63 (რვაასხუთი და 63) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 256.00 (ორასორმოცდათექვსმეტი და 00) ლარი ანუ 549.63 (ხუთასორმოცდაცხრა და 63) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 2013 წლის 20 ივლისამდე გადახდის ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია ”s-tv”-ს მიერ 2013 წლის 2 ივლისს კომისიაში წარმოდგენილ იქნა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 549.63 (ხუთასორმოცდაცხრა და 63) ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/3507-13).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს ტელეკომპანია ”s-tv”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F94 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 17975 მჰც ± 13,75 მჰც; მიმართულება: შპს ტელეკომპანია ”s-tv”-ს  სტუდიიდან   (ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. №117) – მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 27,5 მჰც; გასხივების სიმძლავრე - 0,5 ვატი; დანიშნულება: ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;

ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 18985 მჰც ± 13,75 მჰც; მიმართულება: შპს ტელეკომპანია ”s-tv”-ს  სტუდიიდან (ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. №117) – მახათას მთამდე (შპს „ბლექ სი სატის” სადგური);  რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 27,5 მჰც; გასხივების სიმძლავრე - 0,5 ვატი; დანიშნულება: ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 5 ივლისამდე;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

დ.ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა;

დ.ბ) რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 1,879.80 (ერთი ათას რვაასსამოცდაცხრამეტი და 80) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;

156.65 ლარი - 2013 წლის 5 აგვისტომდე;

156.65 ლარი - 2013 წლის 5 სექტემბრამდე;

156.65 ლარი - 2013 წლის 5 ოქტომბრამდე;

156.65 ლარი - 2013 წლის 5 ნოემბრამდე;

156.65 ლარი - 2013 წლის 5 დეკემბრამდე;

156.65 ლარი - 2014 წლის 5 იანვრამდე;

156.65 ლარი - 2014 წლის 5 თებერვლამდე;

156.65 ლარი - 2014 წლის 5 მარტამდე;

156.65 ლარი - 2014 წლის 5 აპრილამდე;

156.65 ლარი - 2014 წლის 5 მაისამდე;

156.65 ლარი - 2014 წლის 5 ივნისამდე;

156.65 ლარი - 2014 წლის 5 ივლისამდე.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

დ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ტელეკომპანია ”s-tv”-სთვის გაგზავნის უზრუნველყოფა             (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ტელეკომპანია ”s-tv”-სთვის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველ პუნქტის ა), ბ) და დ) ქვეპუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე), ხოლო კონტროლი მე-2 პუნქტის შესრულებაზე - კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა), ბ) და დ) ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს                   (ი. ხარებავა).

   კომისიის თავმჯდომარის

 მოვალეობის შემსრულებლი                                                                                        სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                  ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                  აკაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები