ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის” კერძო მაუწყებლობის №B86 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 22 დეკემბრის №564/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 16, 2013
მიღების თარიღი ივლისი 05, 2013
ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის” კერძო მაუწყებლობის №B86 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 22 დეკემბრის №564/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციამ” (№7/187-13, 01.05.2013), მისი კუთვნილი მაუწყებლობის №B86 ლიცენზიის მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაცია” ითხოვს ქ. თელავში კუთვნილი მაუწყებლობის №B86 ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირული რესურსის (102.0 მგჰც) კენტი რიცხვით დაბოლოებული სიხშირით შეცვლას, ვინაიდან ამერიკული წარმოების ავტომობილებში არსებულ რადიომიმღებებს, მხოლოდ კენტი რიცხვით დაბოლოებული სიხშირის მიღება შეუძლიათ.
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაცია” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B86 ლიცენზიას 2016 წლის 22 დეკემბრამდე, კომისიის 2006 წლის 22 დეკემბრის №564/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:
|
ქალაქი |
სამაუწყებლო ზონა |
რეგიონი |
ანტენის განთავსების ადგილი |
გეოგ. კოორდინატები |
ანტ. სიმაღლე მიწის ზედ. მ |
სიხშირე მგჰც FM |
სიმძ. კვტ |
გასხივების დიაგრამა |
შენიშვნა |
|
თბილისი |
1 |
- |
თბილისი |
44E47; 41N41 |
25 |
95.9 |
2 |
წრიული |
|
|
გორი |
4 |
შიდა ქართლი |
გორი |
- |
- |
107.7 |
0.5 |
წრიული |
|
|
ახალციხე |
6 |
სამცხე-ჯავახეთი |
ახალციხე |
42E57; 41N38 |
40 |
100.9 |
0.5 |
წრიული |
|
|
თელავი |
3 |
კახეთი |
ცივის ანძა |
45E29; 41N55 |
15 |
102.0 |
0.5 |
წრიული |
|
|
ქუთაისი |
7 |
იმერეთის |
ქუთაისი |
- |
- |
101.8 |
2.0 |
წრიული |
|
|
ბათუმი |
2 |
აჭარა |
ბათუმი |
41E43; 41N41 |
40 |
103.9 |
0.5 |
წრიული |
|
|
ზუგდიდი |
10 |
სამეგრელო |
ზუგდიდი |
- |
- |
104.6 |
2.0 |
წრიული |
|
|
ახალქალაქი |
6 |
სამცხე-ჯავახეთი |
ახალქალაქი |
43E25; 41N21 |
60 |
102.9 |
1 |
წრიული |
|
|
დმანისი |
5 |
დმანისი |
დმანისი |
44E13; 41N22 |
150 |
107.6 |
1 |
წრიული |
|
|
დედოფლისწყარო |
3 |
ქვემო ქართლი |
დედოფლისწყარო |
46E08; 41N27 |
180 |
102.6 |
0.5 |
წრიული |
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2013 წლის 23 მაისის №10/501-13 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, ეთერში ელექტრომაგნიტური თავსებადობის შენარჩუნებით შესაძლებელია ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის” კუთვნილი №B86 მაუწყებლობის ლიცენზიით ქ. თელავში განსაზღვრული სიხშირე 102.0 მგჰც შეიცვალოს 101.7 მგჰც სიხშირით.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად, კომისიის 2013 წლის 7 ივნისის №380/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის” კერძო მაუწყებლობის №B86 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 22 დეკემბრის №564/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის” კერძო მაუწყებლობის №B86 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2013 წლის 5 ივლისს 16:00 საათზე. გამომდინარე იქიდან, რომ ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის” კერძო მაუწყებლობის №B86 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზევე მიიღოს გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 22 დეკემბრის №564/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის” კერძო მაუწყებლობის №B86 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2006 წლის 22 დეკემბრის №564/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”გ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:
|
ქალაქი |
სამაუწყებლო ზონა |
რეგიონი |
ანტენის განთავსების ადგილი |
გეოგ. კოორდინატები |
ანტ. სიმაღლე მიწის ზედ. მ |
სიხშირე მგჰც FM |
სიმძ. კვტ |
გასხივების დიაგრამა |
შენიშვნა |
|
თბილისი |
1 |
- |
თბილისი |
44E47; 41N41 |
25 |
95.9 |
2 |
წრიული |
|
|
გორი |
4 |
შიდა ქართლი |
გორი |
- |
- |
107.7 |
0.5 |
წრიული |
|
|
ახალციხე |
6 |
სამცხე-ჯავახეთი |
ახალციხე |
42E57; 41N38 |
40 |
100.9 |
0.5 |
წრიული |
|
|
თელავი |
3 |
კახეთი |
ცივის ანძა |
45E29; 41N55 |
15 |
101.7 |
0.5 |
წრიული |
|
|
ქუთაისი |
7 |
იმერეთის |
ქუთაისი |
- |
- |
101.8 |
2.0 |
წრიული |
|
|
ბათუმი |
2 |
აჭარა |
ბათუმი |
41E43; 41N41 |
40 |
103.9 |
0.5 |
წრიული |
|
|
ზუგდიდი |
10 |
სამეგრელო |
ზუგდიდი |
- |
- |
104.6 |
2.0 |
წრიული |
|
|
ახალქალაქი |
6 |
სამცხე-ჯავახეთი |
ახალქალაქი |
43E25; 41N21 |
60 |
102.9 |
1 |
წრიული |
|
|
დმანისი |
5 |
დმანისი |
დმანისი |
44E13; 41N22 |
150 |
107.6 |
1 |
წრიული |
|
|
დედოფლისწყარო |
3 |
ქვემო ქართლი |
დედოფლისწყარო |
46E08; 41N27 |
180 |
102.6 |
0.5 |
წრიული |
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციისთვის” ჩაბარებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
